https://sputnik-georgia.com/20230604/yirim-kongos-cxelebit-axalcixesi-eqimi-gardaicvala-278268340.html
ყირიმ–კონგოს ცხელებით ახალციხეში ექიმი გარდაიცვალა
ყირიმ–კონგოს ცხელებით ახალციხეში ექიმი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევები ძირითადად აპრილ-მაისში ვლინდება, როცა ტკიპები აქტიურდებიან. 04.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-04T13:00+0400
2023-06-04T13:00+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამცხე-ჯავახეთი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275884359_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_5b54186ff70e74ba83b44f1d9e76a8c2.jpg
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ახალციხის სოფელ წყალთბილაში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე" .დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.მამაკაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა.საქართველოში საშიში ინფექციის შემთხვევების რაოდენობა იზრდება: რა ხდება? >>პაციენტი ინფექციის დადასტურებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ცხელების რვა შემთხვევა გამოვლინდა.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზის ინფექციამ იფეთქა >>დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება.საქართველოში ყირიმ-კონგოს პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა.სხვადასხვა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია აზიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.წყარპ - სამხრეთის კარიბჭე
საქართველო
სამცხე-ჯავახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275884359_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_37bd1ca4da364fc3300c1dad36b0ab90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ყირიმ–კონგოს ცხელებით ახალციხეში ექიმი გარდაიცვალა
13:00 04.06.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევები ძირითადად აპრილ-მაისში ვლინდება, როცა ტკიპები აქტიურდებიან.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ახალციხის სოფელ წყალთბილაში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე" .
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამაკაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა.
პაციენტი ინფექციის დადასტურებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.
3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ცხელების რვა შემთხვევა გამოვლინდა.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება.
საქართველოში ყირიმ-კონგოს პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა.
სხვადასხვა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია აზიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.