https://sputnik-georgia.com/20230604/yazaxi-investorebi-fotis-portsi-investiciebis-ganxorcielebas-gegmaven-278271813.html
ყაზახი ინვესტორები ფოთის პორტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ
ყაზახი ინვესტორები ფოთის პორტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ
Sputnik საქართველო
ტერმინალის მშენებლობა პორტში გახდება პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ფოთში განხორციელდება 04.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-04T20:08+0400
2023-06-04T20:08+0400
2023-06-04T20:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ფოთის მუნიციპალიტეტი
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_f6d8a6d0a9973550269e2c89ee4b083e.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ყაზახურმა PTC Holding-მა ქართველ პარტნიორებთან გააფორმა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TITR) განვითარებისთვის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, იუწყება ყაზახური მედია.ქალაქ ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილია 2 ივნისს, თბილისში, PTC Holding-სა და ქართველ პარტნიორებს შორის, საქართველოს მთავრობის, საბანკო სექტორის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით.პორტის ტერმინალის მშენებლობა იქნება პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განხორციელდება ფოთში, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს პორტში, რომელიც წარმოადგენს საყრდენ წერტილს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტზე (TITR), რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ყაზახი ოპერატორებისთვის მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ასევე ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით.საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციაში მონაწილეობას მიიღებს >>ვინაიდან ფოთის პორტი წარმოადგენს შავ ზღვაზე TITR-ზე ტვირთების გადაზიდვის ბოლო წერტილს, საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა ყაზახეთის ბიზნეს-სექტორს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ სატვირთო ნაკადების ფორმირებაში, ასევე შექმნან ხელსაყრელი სატარიფო პირობები აღნიშნულ მარშრუტი ყაზახი ექსპორტიორებისთვის, ასევე მიიზიდონ დამატებითი მოცულობის სატრანზიტო ტვირთები ყაზახეთის რესპუბლიკის გავლით.ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_3ae6ea6c5c0774dbd20af21556010517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ფოთის მუნიციპალიტეტი , ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ფოთის მუნიციპალიტეტი , ტრანსპორტი საქართველოში
ყაზახი ინვესტორები ფოთის პორტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ
ტერმინალის მშენებლობა პორტში გახდება პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ფოთში განხორციელდება
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ყაზახურმა PTC Holding-მა ქართველ პარტნიორებთან გააფორმა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TITR) განვითარებისთვის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, იუწყება ყაზახური მედია.
ქალაქ ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილია 2 ივნისს, თბილისში, PTC Holding-სა და ქართველ პარტნიორებს შორის, საქართველოს მთავრობის, საბანკო სექტორის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით.
პორტის ტერმინალის მშენებლობა იქნება პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განხორციელდება ფოთში, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს პორტში, რომელიც წარმოადგენს საყრდენ წერტილს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტზე (TITR), რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ყაზახი ოპერატორებისთვის მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ასევე ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით.
ვინაიდან ფოთის პორტი წარმოადგენს შავ ზღვაზე TITR-ზე ტვირთების გადაზიდვის ბოლო წერტილს, საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა ყაზახეთის ბიზნეს-სექტორს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ სატვირთო ნაკადების ფორმირებაში, ასევე შექმნან ხელსაყრელი სატარიფო პირობები აღნიშნულ მარშრუტი ყაზახი ექსპორტიორებისთვის, ასევე მიიზიდონ დამატებითი მოცულობის სატრანზიტო ტვირთები ყაზახეთის რესპუბლიკის გავლით.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.