https://sputnik-georgia.com/20220512/saqartvelo-transkaspiuri-derefnis-cnobadobis-gazrdashi-miigebs-monawileobas-266593261.html
საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციაში მონაწილეობას მიიღებს
საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციაში მონაწილეობას მიიღებს
Sputnik საქართველო
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა 12.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-12T11:21+0400
2022-05-12T11:21+0400
2022-05-12T11:21+0400
საქართველო
თურქეთი
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_a43ac91a4f1ced137eb46466fc8d1888.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ახალი სატრანზიტო ტვირთების მომსახურების და შუა დერეფნის (Middle Corridor) პოპულარიზაციისა და სანდოობის ამაღლებისთვის ღონისძიებების გეგმა დამტკიცდა, იუწყება „საქართველოს რკინიგზის“ პრეს-სამსახური.სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით.შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ გახსნა. მინისტრმა ხაზგაზმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანზე საკმაოდ დიდია.მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TMTM) მონაწილე მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და მზარდი მოცულობების შეუფერხებელი მომსახურებისთვის თურქეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოთქვა.ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი.დერეფნის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_164:0:2825:1996_1920x0_80_0_0_e35fa6c2422921bdcfbd3ceb184ea8cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციაში მონაწილეობას მიიღებს
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ახალი სატრანზიტო ტვირთების მომსახურების და შუა დერეფნის (Middle Corridor) პოპულარიზაციისა და სანდოობის ამაღლებისთვის ღონისძიებების გეგმა დამტკიცდა, იუწყება „საქართველოს რკინიგზის“ პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო და საზღვაო/სანაოსნო კომპანიების ხელმძღვანელებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (ТМТМ) შესაძლებლობები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით.
შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ გახსნა. მინისტრმა ხაზგაზმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანზე საკმაოდ დიდია.
მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TMTM) მონაწილე მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და მზარდი მოცულობების შეუფერხებელი მომსახურებისთვის თურქეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი.
დერეფნის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.