https://sputnik-georgia.com/20230604/saqartvelosi-plajebis-mosawesrigeblad-qvisis-sacreli-manqanebi-camoiyvanes-278271033.html
საქართველოში პლაჟების მოსაწესრიგებლად ქვიშის საცრელი მანქანები ჩამოიყვანეს
საქართველოში პლაჟების მოსაწესრიგებლად ქვიშის საცრელი მანქანები ჩამოიყვანეს
Sputnik საქართველო
ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცათ. 04.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-04T18:02+0400
2023-06-04T18:02+0400
2023-06-04T18:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249382886_0:86:1616:995_1920x0_80_0_0_da10954cebf7f45f9ffe853160120789.jpg
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალ საკურორტო სეზონს მომზადებული ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცათ, მათ შორის 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach Tech), 1 ქუჩის სარწყავი მანქანა, 7 თვითმცლელი ტრაქტორი, 3 ექსკავატორ-დამტვირთველი და 3 თვითმცლელი მანქანა.ბათუმში 2023 წლის ტურისტული სეზონი იხსნება - მაშველები მზად არიან >>ასევე გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით გადაეცათ 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა/სპეციალური ტექნიკა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ შეიძინა.სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249382886_88:0:1528:1080_1920x0_80_0_0_872b52eb7b21aa2bf7e25438ec590adb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში
საქართველოში პლაჟების მოსაწესრიგებლად ქვიშის საცრელი მანქანები ჩამოიყვანეს
ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცათ.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალ საკურორტო სეზონს მომზადებული ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცათ, მათ შორის 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach Tech), 1 ქუჩის სარწყავი მანქანა, 7 თვითმცლელი ტრაქტორი, 3 ექსკავატორ-დამტვირთველი და 3 თვითმცლელი მანქანა.
ასევე გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით გადაეცათ 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა/
სპეციალური ტექნიკა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ შეიძინა.
სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.