ბათუმში 2023 წლის ტურისტული სეზონი იხსნება - მაშველები მზად არიან
© Emergency Management Service of Georgia2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
© Emergency Management Service of Georgia
გამოწერა
ხელისუფლება აჭარაში წელს 4 მილიონზე მეტ ვიზიტორ ელოდება
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნისთვის მზად არიან, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
© Emergency Management Service of Georgia2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
© Emergency Management Service of Georgia
ბათუმში ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნას სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო და მაშველებს წარმატება უსურვა.
© Emergency Management Service of Georgia2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
© Emergency Management Service of Georgia
შაბათს, 3 ივნისს სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
© Emergency Management Service of Georgia2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
© Emergency Management Service of Georgia
ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან ერთად სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
© Emergency Management Service of Georgia2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
© Emergency Management Service of Georgia
სეზონის გახსნა ზაფხულის ტრადიციულ ფესტივალს ემთხვევა, რომელიც ბათუმში ამ უქმეებზე, 3 და 4 ივნისს გაიმართება.
© Emergency Management Service of Georgia2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
© Emergency Management Service of Georgia
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის პროგნოზით, წელს ავტონომიას ოთხ მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვევა.
© Emergency Management Service of Georgia2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
2023 წლის საზღვაო სეზონის გახსნა აჭარაში. ბათუმი
© Emergency Management Service of Georgia
აჭარის პლაჟებზე მაშველები დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
განსაკუთრებით მკაცრი წესები მოქმედებს შტორმის დროს, როდესაც მაშველები აკონტროლებენ, რომ ადამიანები წყალში არ შევიდნენ.