https://sputnik-georgia.com/20230604/erdoranis-axali-mtavroba-278269583.html
ერდოღანმა ახალი მთავრობა წარადგინა
ერდოღანმა ახალი მთავრობა წარადგინა
Sputnik საქართველო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად 55 წლის ჰაკან ფიდანი დაინიშნა, რომელიც მანამდე ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის უფროსის პოსტს იკავებდა. 04.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-04T13:50+0400
2023-06-04T13:50+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
თურქეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278149157_0:229:3233:2048_1920x0_80_0_0_31e59da50323c8e9f568bc9c554dc9b9.jpg
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. თურქეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას ღამით წარადგინა ქვეყნის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა, რომელშიც არ აღმოჩნდნენ წინა შემადგენლობის მინისტრები, მათ შორის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, იუწყება „რია ნოვოსტი“.ერდოღანმა ვიცე-პრეზიდენტად 56 წლის ჯევდეთ ილმაზი დანიშნა, ის თურქეთის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. თურქეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად 55 წლის ჰაკან ფიდანი დაინიშნა, რომელიც მანამდე ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო >>ფიდანმა ამ პოსტზე შეცვალა მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მინისტრი და ახლა არჩეულია დეპუტატად ანტალიის პროვინციიდან, სადაც ის დაიბადა. მანამდე, თურქულ მედიასთან ინტერვიუში ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი ოყო ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობა, როდესაც ის იმავე დღეს მოსკოვში ჩავიდა.ფინანსთა მინისტრი გახდა 48 წლის ალფარსლან ბაირაქტარი, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2016 წლიდან 2018 წლამდე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებს ხელმძღვანელობდა. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტი და ასევე სწავლობდა აშშ-ში Fletcher School of Law and Diplomacy-ში.სტამბოლის პროვინციის გუბერნატორი, 54 წლის ალი იერლიკაია, რომელიც ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. მან შეცვალა სულეიმან სოილა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ გააკრიტიკა შეერთებული შტატები და აშშ-ის ელჩი. კერძოდ, მას ეკუთვნის განცხადება, რომ ვაშინგტონი თურქეთის საზღვრებთან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. გასულ წელს სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ მან განაცხადა, რომ ანკარა არ იღებს ვაშინგტონის სამძიმარს. ახალგაზრდებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აშშ „აგრძელებს რეპუტაციის დაკარგვას“, მთელ მსოფლიოს „სძულს ამერიკა“, ევროპა კი შტატების „ლომბარდია“. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე დაადანაშაულა ვაშინგტონი ქვეყნის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში.თურქეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა 68 წლის იაშარ გიულერი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა.მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ქალი არის ოჯახის საქმეთა მინისტრი 40 წლის მაჰინურ გოქთაშ, რომელიც ბელგიაში არის დაბადებული. ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში ელჩი იყო, 2020 წლიდან კი ალჟირში თურქეთის საელჩოს ხელმძღვანელობს.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278149157_738:281:3093:2048_1920x0_80_0_0_abcb0f545839ed3590c37376f530a2c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ერდოღანმა ახალი მთავრობა წარადგინა
13:50 04.06.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად 55 წლის ჰაკან ფიდანი დაინიშნა, რომელიც მანამდე ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის უფროსის პოსტს იკავებდა.
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. თურქეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას ღამით წარადგინა ქვეყნის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა, რომელშიც არ აღმოჩნდნენ წინა შემადგენლობის მინისტრები, მათ შორის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ერდოღანმა ვიცე-პრეზიდენტად 56 წლის ჯევდეთ ილმაზი დანიშნა, ის თურქეთის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. თურქეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად 55 წლის ჰაკან ფიდანი დაინიშნა, რომელიც მანამდე ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
ფიდანმა ამ პოსტზე შეცვალა მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მინისტრი და ახლა არჩეულია დეპუტატად ანტალიის პროვინციიდან, სადაც ის დაიბადა. მანამდე, თურქულ მედიასთან ინტერვიუში ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი ოყო ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობა, როდესაც ის იმავე დღეს მოსკოვში ჩავიდა.
ფინანსთა მინისტრი გახდა 48 წლის ალფარსლან ბაირაქტარი, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2016 წლიდან 2018 წლამდე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებს ხელმძღვანელობდა. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტი და ასევე სწავლობდა აშშ-ში Fletcher School of Law and Diplomacy-ში.
სტამბოლის პროვინციის გუბერნატორი, 54 წლის ალი იერლიკაია, რომელიც ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. მან შეცვალა სულეიმან სოილა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ გააკრიტიკა შეერთებული შტატები და აშშ-ის ელჩი. კერძოდ, მას ეკუთვნის განცხადება, რომ ვაშინგტონი თურქეთის საზღვრებთან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. გასულ წელს სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ მან განაცხადა, რომ ანკარა არ იღებს ვაშინგტონის სამძიმარს. ახალგაზრდებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აშშ „აგრძელებს რეპუტაციის დაკარგვას“, მთელ მსოფლიოს „სძულს ამერიკა“, ევროპა კი შტატების „ლომბარდია“. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე დაადანაშაულა ვაშინგტონი ქვეყნის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში.
თურქეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა 68 წლის იაშარ გიულერი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა.
მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ქალი არის ოჯახის საქმეთა მინისტრი 40 წლის მაჰინურ გოქთაშ, რომელიც ბელგიაში არის დაბადებული. ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში ელჩი იყო, 2020 წლიდან კი ალჟირში თურქეთის საელჩოს ხელმძღვანელობს.