https://sputnik-georgia.com/20230604/beqa-grigoriadisma-parlamenttan-karavi-dadga-278270451.html
ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარავი დადგა
ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარავი დადგა
Sputnik საქართველო
მანამდე გრიგორიადისი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტის წინ კარვის გაშლას, ერთ-ერთი მცდელობის დროს კი ის პოლიციამ დააკავა 04.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-04T16:45+0400
2023-06-04T16:45+0400
2023-06-04T16:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250232265_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ef880b348e34b4b5293fbe1444e00052.jpg
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამას ბექა გრიგორიადისმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი გაშალა.გრიგორიადისი რამდენიმე დღეა ცდილობდა პარლამენტთან კარვის გაშლას. პოლიციამ ის 2 ივნისს, კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა. ბექა გრიგორიადისი 48 საათის შემდეგ გაათავისუფლეს და 2000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.გრიგორიადის თქმით, მისი შვილი ლაზარე დასჯას იმსახურებს, მაგრამ არა დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებში.მარტის საპროტესტო აქციები თბილისში - დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის მამა >>1 მაისს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავად ლაზარეს დაკავების ფაქტს არ ეთანხმებიან ქართული ოპოზიციის ნაწილი და მისი ახლობლები. ბოლო დღეებში ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს.7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.საქმის დეტალებიგრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250232265_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_30360c0943a4bb5c0a5de58994d4ae39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარავი დადგა
მანამდე გრიგორიადისი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტის წინ კარვის გაშლას, ერთ-ერთი მცდელობის დროს კი ის პოლიციამ დააკავა
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამას ბექა გრიგორიადისმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი გაშალა.
გრიგორიადისი რამდენიმე დღეა ცდილობდა პარლამენტთან კარვის გაშლას. პოლიციამ ის 2 ივნისს, კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა. ბექა გრიგორიადისი 48 საათის შემდეგ გაათავისუფლეს და 2000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
გრიგორიადის თქმით, მისი შვილი ლაზარე დასჯას იმსახურებს, მაგრამ არა დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებში.
1 მაისს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავად ლაზარეს დაკავების ფაქტს არ ეთანხმებიან ქართული ოპოზიციის ნაწილი და მისი ახლობლები. ბოლო დღეებში ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.