https://sputnik-georgia.com/20230602/-----------278218382.html
მარტის საპროტესტო აქციები თბილისში - დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის მამა
მარტის საპროტესტო აქციები თბილისში - დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის მამა
Sputnik საქართველო
რამდენიმე დღეა ბექა გრიგორიადისი და სხვა მხარდამჭერები ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T12:18+0400
2023-06-02T12:18+0400
2023-06-02T17:10+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275883943_0:3:2311:1303_1920x0_80_0_0_bc80ccda660e7b5ff599909b140a2dee.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამას ბექა გრიგორიადისს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის ნება არ მისცეს და დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".1 მაისს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავად ლაზარეს დაკავების ფაქტს არ ეთანხმებიან ქართული ოპოზიციის ნაწილი და მისი ახლობლები. ბოლო დღეებში ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს.გუშინ აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კარვის გაშლა სცადეს. შედეგად – ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა>>>7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.საქმის დეტალებიგრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275883943_0:0:2311:1733_1920x0_80_0_0_cddee1104f6a78ecaf03c2f9a18fb5de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მარტის საპროტესტო აქციები თბილისში - დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის მამა
12:18 02.06.2023 (განახლებულია: 17:10 02.06.2023) რამდენიმე დღეა ბექა გრიგორიადისი და სხვა მხარდამჭერები ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამას ბექა გრიგორიადისს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის ნება არ მისცეს და დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
1 მაისს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავად ლაზარეს დაკავების ფაქტს არ ეთანხმებიან ქართული ოპოზიციის ნაწილი და მისი ახლობლები. ბოლო დღეებში ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს.
გუშინ აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კარვის გაშლა სცადეს. შედეგად – ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.