მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მატარებლების შეჯახება ინდოეთში: დაღუპულთა რაოდენობა 288-მდე გაიზარდა - ფოტო

© AFP 2024 / STRმატარებლების შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრი ინდოეთში
მატარებლების შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრი ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
გამოწერა
მატარებლების შეჯახება 2 ივნისს ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:20 საათზე ქალაქ ბალასორთან მოხდა.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ინდოეთის შტატ ოდიშაში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 288-მდე გაიზარდა, იუწყება Agence France-Presse შტატის სახანძრო სამსახურის უფროს სუდჰანშა სარანგიზე დაყრდნობით.
„ინდოეთში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 288-მდე გაიზარდა“, - განაცხადა შტატის სახანძრო სამსახურის უფროსმა სუდჰანშა სარანგიმ.
მანამდე გამოცემა Indian Express იტყობინებოდა 233 დაღუპულისა და 900 დაშავებულის შესახებ.
მატარებლების შეჯახება 2 ივნისს ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:20 საათზე ქალაქ ბალასორთან მოხდა. სამგზავრო მატარებელი კალკუტადან ჩენაიში მიემართებოდა.
რკინიგზის კომპანიის განახლებული მონაცემებით, სამგზავრო მატარებლის 10-12 ვაგონი სატვირთო მატარებელთან შეჯახების შემდეგ რელსებიდან გადავიდა და ლიანდაგის შემხვედრ ზოლზე გადავარდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ კიდევ ერთი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც რელსებიდან ხალხით სავსე კიდევ სამი-ოთხი ვაგონი გადავიდა.
სამაშველო ოპერაციაში სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის ეროვნული ძალების ასზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც დაშავებულ ადამიანებს ამობრუნებული ვაგონების ქვეშ ეძებენ.
ყველა ახალი ამბავი
0