https://sputnik-georgia.com/20230603/ilia-meore-sicocxle-ar-mtavrdeba-gardacvalebit-278255481.html
ილია მეორე: სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით
ილია მეორე: სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით
Sputnik საქართველო
დღეს ეკლესია ლოცვებს აღავლენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დაღუპულთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის... 03.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-03T20:10+0400
2023-06-03T20:10+0400
2023-06-03T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სულთმოფენობის წინა დღეს, სულის შაბათს მორწმუნეებს მიმართა და ანუგეშა ისინი.მისი თქმით, ამ დღეს ეკლესია ლოცვებს აღავლენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დაღუპულთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდპანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლად შესვენებულთათვის.სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.სულთმოფენობა ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიები მინდვრის ყვავილებითა იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.მრევლს ყვავილები სახლში მიაქვთ და 1 წლის განმავლობაში ინახავენ, იმ რწმენით, რომ მათ სამკურნალო ძალა აქვთ.შეინარჩუნეთ ქართული ენა და ტრადიციები: ილია მეორემ დიასპორას მიმართა >>ამ დღეს განსაკუთრებული მსახურების დროს მოიხსენიებენ არა მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს, არამედ მათ, ვისი სახელიც არ იციან, ყველას, ვისაც ოდესღაც უცხოვრია დედამიწაზე, უსახელო მეომრების ჩათვლით.წყარო - საპატრიარქო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს საპატრიარქო
ილია მეორე: სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით
დღეს ეკლესია ლოცვებს აღავლენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დაღუპულთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდპანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლად შესვენებულთათვის, ბრძანა პატრიარქმა
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სულთმოფენობის წინა დღეს, სულის შაბათს მორწმუნეებს მიმართა და ანუგეშა ისინი.
„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მისი თქმით, ამ დღეს ეკლესია ლოცვებს აღავლენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დაღუპულთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდპანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლად შესვენებულთათვის.
სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.
სულთმოფენობა ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიები მინდვრის ყვავილებითა იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.
მრევლს ყვავილები სახლში მიაქვთ და 1 წლის განმავლობაში ინახავენ, იმ რწმენით, რომ მათ სამკურნალო ძალა აქვთ.
ამ დღეს განსაკუთრებული მსახურების დროს მოიხსენიებენ არა მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს, არამედ მათ, ვისი სახელიც არ იციან, ყველას, ვისაც ოდესღაც უცხოვრია დედამიწაზე, უსახელო მეომრების ჩათვლით.