https://sputnik-georgia.com/20230527/seinarcunet-qartuli-ena-da-tradiciebi-ilia-meorem-disporas-mimarta-278069345.html
შეინარჩუნეთ ქართული ენა და ტრადიციები: ილია მეორემ დიასპორას მიმართა
შეინარჩუნეთ ქართული ენა და ტრადიციები: ილია მეორემ დიასპორას მიმართა
Sputnik საქართველო
დიასპორის წარმომადგენლები ქართველი ერის სახეა და ეს უნდა ახსოვდეთ, ბრძანა ილია მეორემ. 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T19:58+0400
2023-05-27T19:58+0400
2023-05-27T19:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართულ დიასპორას მოუწოდა, არ დაივიწყონ ქართული ენა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.პატრიარქის გზავნილი წაიკითხეს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან 27 მაისს აღინიშნება.კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მშობლების როლი, განსაკუთრებით უცხოეთში ყოფნისას.„მუდამ გახსოვდეთ და პატარებსაც ჩაუნერგეთ, რომ თქვენ ჩვენი ერის სახე ხართ და თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს“, - აღნიშნულია მიმართვაში.საქართველოს მთავრობა დიასპორისთვის ახალ ინიციატივებზე მუშაობს - ღარიბაშვილი >>საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ როლს ასრულებს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ცხოვრებაში. მთელს მსოფლიოში ტაძრებთან დაარსებულია საკვირაო სკოლები ქართული ენის შესასწავლად და სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს წარადგენენ.ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ქართული დიასპორა
შეინარჩუნეთ ქართული ენა და ტრადიციები: ილია მეორემ დიასპორას მიმართა
დიასპორის წარმომადგენლები ქართველი ერის სახეა და ეს უნდა ახსოვდეთ, ბრძანა ილია მეორემ.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართულ დიასპორას მოუწოდა, არ დაივიწყონ ქართული ენა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.
პატრიარქის გზავნილი წაიკითხეს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან 27 მაისს აღინიშნება.
„უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თქვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ“, - ნათქვამია ილია მეორის გზავნილში.
კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მშობლების როლი, განსაკუთრებით უცხოეთში ყოფნისას.
„მუდამ გახსოვდეთ და პატარებსაც ჩაუნერგეთ, რომ თქვენ ჩვენი ერის სახე ხართ და თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს“, - აღნიშნულია მიმართვაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ როლს ასრულებს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ცხოვრებაში. მთელს მსოფლიოში ტაძრებთან დაარსებულია საკვირაო სკოლები ქართული ენის შესასწავლად და სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს წარადგენენ.
ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ტარდება.