https://sputnik-georgia.com/20230527/saqartvelos-mtavroba-disporebistvis-axal-iniciativebze-musaobs-raribasvili-278067434.html
საქართველოს მთავრობა დიასპორისთვის ახალ ინიციატივებზე მუშაობს - ღარიბაშვილი
საქართველოს მთავრობა დიასპორისთვის ახალ ინიციატივებზე მუშაობს - ღარიბაშვილი
Sputnik საქართველო
პრემიერმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხში უზარმაზარი როლი საპატრიარქოს უკავია. 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T17:23+0400
2023-05-27T17:23+0400
2023-05-27T19:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პარლამენტთან და საპატრიარქოსთან ერთად უცხოეთში და ადგილზე ქართული დიასპორის ახალ ინიციატივებზე მუშაობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.ქართული დიასპორის დღე საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება.მან ასევე აღნიშნა, რომ დიასპორასთან კავშირების საკითხში უზარმაზარი როლი საპატრიარქოს უკავია.„პირადად ვიცი, რომ დიასპორები ორგანიზდებიან და იკრიბებიან ეკლესიის გარშემო. ანუ ბუნებრივად, ორგანულად ეკლესია არის გამაერთიანებელი ჩვენი ქართველების, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს წარადგენენ.ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული დიასპორა
საქართველოს მთავრობა დიასპორისთვის ახალ ინიციატივებზე მუშაობს - ღარიბაშვილი
17:23 27.05.2023 (განახლებულია: 19:17 27.05.2023) პრემიერმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხში უზარმაზარი როლი საპატრიარქოს უკავია.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პარლამენტთან და საპატრიარქოსთან ერთად უცხოეთში და ადგილზე ქართული დიასპორის ახალ ინიციატივებზე მუშაობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
ქართული დიასპორის დღე საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება.
„ჩვენ სამმხრივად – მთავრობამ, პარლამენტმა, საპატრიარქომ – უნდა შევიმუშაოთ თქვენი ჩართულობით ახალი ინიციატივები, ახალი პროგრამები და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ დიასპორები ადგილზე, ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიასპორასთან კავშირების საკითხში უზარმაზარი როლი საპატრიარქოს უკავია.
„პირადად ვიცი, რომ დიასპორები ორგანიზდებიან და იკრიბებიან ეკლესიის გარშემო. ანუ ბუნებრივად, ორგანულად ეკლესია არის გამაერთიანებელი ჩვენი ქართველების, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს წარადგენენ.
ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ტარდება.