https://sputnik-georgia.com/20230602/ionatamisvili-ukrainis-mowodebebi-saqartvelosi-meore-frontis0gaxsnisken-miurebelia-278225865.html
იონათამიშვილი: უკრაინის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ მიუღებელია
იონათამიშვილი: უკრაინის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ მიუღებელია
Sputnik საქართველო
ოფიციალური კიევის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს. 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T15:14+0400
2023-06-02T15:14+0400
2023-06-02T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/258566858_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_b72d46b8363f307d6c955a9d917e592a.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში.ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად თავშეკავებულად იქცევა და „დისკუსიის სიღრმეებში შესვლა მიზანშეწონილად“ არ მიაჩნია.დამამცირებელი და უსამართლო - ვოლსკი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა >>ბოლო დროს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას ნეიტრალური პოზიციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ განმარტა, რომ ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თავიდან აცილება სურს.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/258566858_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_c43e5e73b81c5643bc7d73e3bbf57040.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
იონათამიშვილი: უკრაინის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ მიუღებელია
15:14 02.06.2023 (განახლებულია: 20:42 02.06.2023) ოფიციალური კიევის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.
მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში.
„სამწუხაროდ, ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც თითოეული ქართველისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო – როცა საუბარი იყო მეორე ფრონტსა და საომარი სივრცის საქართველოში გადმოტანაზე. ფაქტია, რომ ამის შესახებ პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად თავშეკავებულად იქცევა და „დისკუსიის სიღრმეებში შესვლა მიზანშეწონილად“ არ მიაჩნია.
ბოლო დროს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას ნეიტრალური პოზიციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ განმარტა, რომ ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თავიდან აცილება სურს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.