https://sputnik-georgia.com/20230601/damamcirebeli-dausamartlo-volski-zelenskis-gancxadebas-gamoexmaura-278203986.html
დამამცირებელი და უსამართლო - ვოლსკი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა
დამამცირებელი და უსამართლო - ვოლსკი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
უკრაინის ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T19:42+0400
2023-06-01T19:42+0400
2023-06-01T19:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23390/57/233905759_0:29:1500:873_1920x0_80_0_0_9b48e424b706cc335d1ff60b7e7c3098.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ქვეყნის მისამართით და ზოგადად მის დამოკიდებულებას დამამცირებელი და უსამართლო უწოდა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპული ქვეყანა „ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნდა გახდეს“, ხოლო საქართველოსა და ბელარუსს ყველანაირი ხერხით „უკანონობაში ითრევენ“.ვოლსკის თქმით, ზელენსკი ბელარუსს, სადაც რუსეთმა ბირთვული იარაღი განათავსა, და საქართველოს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა, რომ ზელენსკიმ თბილისში საპროტესტო აქციაზე პირდაპირი ჩართვის დროს მოუწოდა მომიტინგეებს გაემიჯნონ ხელისუფლებას, რომელმაც უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა არ დააორგანიზა და მეტიც, მან თბილისიდან უკრაინის ელჩი გაიწვია.„არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე იმყოფება მოლდოვაში, სადაც მონაწილეობს EPC-ის თემატურ დისკუსიებში და მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.ბოლო დროს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას ნეიტრალური პოზიციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ განმარტა, რომ ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თავიდან აცილება სურს.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23390/57/233905759_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_0086312a1b5b22ca4c128f3224eaa96b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
დამამცირებელი და უსამართლო - ვოლსკი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა
უკრაინის ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ქვეყნის მისამართით და ზოგადად მის დამოკიდებულებას დამამცირებელი და უსამართლო უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპული ქვეყანა „ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნდა გახდეს“, ხოლო საქართველოსა და ბელარუსს ყველანაირი ხერხით „უკანონობაში ითრევენ“.
ვოლსკის თქმით, ზელენსკი ბელარუსს, სადაც რუსეთმა ბირთვული იარაღი განათავსა, და საქართველოს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
„განსხვავებას თუ ვერ ახერხებ, ეს საფუძველია, ვიფიქროთ, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რაც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოში რევოლუცია სურს, რათა საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა, რომ ზელენსკიმ თბილისში საპროტესტო აქციაზე პირდაპირი ჩართვის დროს მოუწოდა მომიტინგეებს გაემიჯნონ ხელისუფლებას, რომელმაც უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა არ დააორგანიზა და მეტიც, მან თბილისიდან უკრაინის ელჩი გაიწვია.
„არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე იმყოფება მოლდოვაში, სადაც მონაწილეობს EPC-ის თემატურ დისკუსიებში და მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ბოლო დროს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას ნეიტრალური პოზიციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ განმარტა, რომ ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თავიდან აცილება სურს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.