https://sputnik-georgia.com/20230602/--------278215347.html
აჭარაში საზღვაო სეზონი იხსნება - რა იგეგმება?
აჭარაში საზღვაო სეზონი იხსნება - რა იგეგმება?
Sputnik საქართველო
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს სეზონის გახსნის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება. 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T10:05+0400
2023-06-02T10:05+0400
2023-06-02T15:55+0400
საქართველო
აჭარა
საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891810_3:0:2047:1150_1920x0_80_0_0_4e9fd8f97629235fc862742cf6b7c50c.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნება, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.ზღვის სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, „ზაფხულის ფესტივალის" დევიზი ტრადიციულად იქნება ფრაზა „ზაფხული იწყება აქ“.ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც „ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათზე დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა ბუზალაძე, სალიო, „არა“, „მონსტერ-ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვ. დღის განმავლობაში ფესტივალზე იმუშავებენ ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, საცოცი კედელი, STREET ART და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ზაფხულის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20230601/--------278185279.html
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891810_258:0:1791:1150_1920x0_80_0_0_8753fc84cdd9b7179f411d618a625ef6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
აჭარაში საზღვაო სეზონი იხსნება - რა იგეგმება?
10:05 02.06.2023 (განახლებულია: 15:55 02.06.2023) გასული წლებისგან განსხვავებით, წელს სეზონის გახსნის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნება, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ზღვის სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, „ზაფხულის ფესტივალის" დევიზი ტრადიციულად იქნება ფრაზა „ზაფხული იწყება აქ“.
ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც „ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათზე დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა ბუზალაძე, სალიო, „არა“, „მონსტერ-ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვ.
დღის განმავლობაში ფესტივალზე იმუშავებენ ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, საცოცი კედელი, STREET ART და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ზაფხულის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება.