ბელგოროდის გუბერნატორი: უკრაინის არმია შებეკინოს ღამით უწყვეტად ცხრილავდა

© Press service of the Governor of Belgorod region / გადასვლა მედიაბანკშივითარება შებეკინოში
ვითარება შებეკინოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსეთის ბელგოროდის ოლქის ქალაქი შებეკინო, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, 1 ივნისის ღამით კვლავ „გრადების“ ცეცხლში მოექცა, წერს გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-არხზე.
„შებეკინო უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა: უკრაინის შეიარაღებული ძალები ღამის 12 საათიდან დილის 05:15 საათამდე ცხრილავდა ქალაქის ცენტრსა და მის განაპირა რაიონებს „გრადებიდან“, — ნათქვამია გადკოვის განცხადებაში.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია ხუთი ადამიანი, რომელთაგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება ნგრევას, გუბერნატორის ცნობით, ერთი ჭურვი კერძო სახლს მოხვდა და დაიწვა, კორპუსებში ჩამსხვრეულია მინები და ჩამოშლილი აივნები, შენგრეულია კედლები. გარდა ამისა, ჭურვი მოხვდა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობასაც, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
ამასთან გუბერნატორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ინფორმაცია, თითქოს შებეკინოს ოკრუგიდან მოსახლეობის საევაკუაციოდ გარკვეულ წერტილებში უყრიან თავს, ყალბია. მისი თქმით, „ამ მომენტისთვის ადამიანების მასიური თავმოყრა რომელიმე კონკრეტულ წერტილში შეუძლებელია და საშიში“.
მანამდე, 31 მაისს, შებეკინოდან ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. როგორც გლადკოვი წერდა, პირველი 300 ბავშვი ვორონეჟში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0