რუსეთმა ბელგოროდის ოლქიდან ბავშვების ევაკუაცია დაიწყო

  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ბელგოროდის ოლქის შებეკინოსა და გრაივორონის რაიონებიდან ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობს, წერს გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-არხზე.
მისი თქმით, შებეკინოში, რომელზეც უკრაინის არმიამ 30-31 მაისის ღამით მასირებული შეტევა მიიტანა, ვითარება უფრო და უფრო უარესდება.

„ვიწყებთ ბავშვების ევაკუაციას შებეკინოსა და გრაივორონის ოლქებიდან. დღეს პირველი სამასი ბავში გაემგზავრება ვორონეჟში. შევეცდები გავაცილო ისინი“, — დაწერა გლადკოვმა.

გუბერნატორის ცნობით, იერიშისას ჭურვებმა ჩაამსხვრია ფანჯრები და დააზიანა რვა მრავალბინიანი შენობის, ოთხი კერძო სახლის, ასევე სკოლისა და ორი ადმინისტრაციული შენობის ფასადები და სახურავები. ერთი მაღაზია მთლიანად დაიწვა. სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა 12 ავტომობილი. ამასთან ის ხაზს უსვამს, რომ იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ბელგოროდის ოლქზე უკრაინული არმიის გამუდმებული თავდასხმების გამო“ მის მთელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გამოცხადდა ტერორისტული საფრთხის ყვითელი (მაღალი) დონე. რუსული მხარის ცნობით, ბოლო კვირებში საზღვრისპირა შებეკინოსა და გრაივორონის ოლქებზე მასირებული თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა, მაგალითად, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში შებეკინო 150-ჯერ დაიცხრილა.
ყველა ახალი ამბავი
0