უკრაინის არმიამ ბელგოროდში შეჭრა სცადა: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფებმა უკრაინული ძალების ბელგოროდის რეგიონში შეჭრის სამი მცდელობა მოიგერის, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
როგორც რუსული უწყება წერს, უკრაინელთა მცდელობის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის განხორციელება იყო.
„მოსკოვის დროით დაახლოებით 03:00 საათზე, ბელგოროდის რეგიონში სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური დაცხრილვის შემდეგ, უკრაინული ტერორისტული ფორმირებები ტანკებით გაძლიერებული ორამდე მოტორიზებული ქვეითი ასეულით შეეცადა რუსეთის ტერიტორიაზე შემოჭრას დასახლება ნოვაია ტავოლჟანკასა და საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტი „შებეკინოს“ რაიონებში“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
უწყების ცნობით, „დასავლეთ სამხედრო ოლქის ავიაციამ მოწინააღმდეგეს 11 დარტყმა მიაყენა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ 77 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს, ხოლო მძიმე ცეცხლმფრქვევმა სისტემებმა ორი შეტევა მიიტანეს“, რის შედეგადაც „უკრაინული ქვედანაყოფების უკუქცევა გახადა შესაძლებელი, ხოლო სახელმწიფო საზღვარი არ დარღვეულა“.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვითი უწყება აცხადებს, რომ „საზღვრისპირა ტერიტორიაზე უკრაინის მხარეს 30-ზე მეტი ტერორისტი, ოთხი საბრძოლო ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ და ერთი პიკაპი განადგურდა“.
მანამდე ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მთელი ღამის განმავლობაში „უწყვეტად ცხრილავდნენ“ ქალაქ შებეკინოს, რომელიც უკრაინასთან საზვარს ოთხი კილომეტრითაა დაშორებული.
ყველა ახალი ამბავი
0