თურქეთში არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა

© AP Photo / Ali Unalრეჯეფ თაიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
ერდოღანის მეტოქე ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იყო.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახალი ვადით ხელახლა აირჩიეს - მან ხმების 52%-ზე მეტი მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აჰმედ იენერმა გამოაცხადა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა - ერდოღანის მეტოქე ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იყო.

„28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია დავამუშავეთ და შევაჯამეთ შედეგები: 52,18%-მა ხმა მისცა ერდოღანს, 47,82%-მა - ქემალ ქილიჩდაროღლუს“, - ციტირებს იენერს „რია ნოვოსტი“.

არჩევნების მეორე ტურში აქტივობამ 84,15% შეადგინა, უცხოურ წარმომადგენლობებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე – 56%.
ჯამში თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ 54 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, საიდანაც 27,8 მილიონმა ერდოღანს დაუჭირა მხარი, ხოლო ქილიჩდაროღლუს - 25,4 მილიონმა.
უცხოელი ლიდერების სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაში, ჯერ არ არის დასრულებული, მიმდინარეობს დაზუსტება, განაცხადა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა.
ყველა ახალი ამბავი
0