https://sputnik-georgia.com/20230601/saqartvelos-erovnulma-bankma-rusetis-moqalaqeebis-depozitebis-likvidoba-80-mde-gazarda-278203299.html
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების ლიკვიდობა 80%–მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების ლიკვიდობა 80%–მდე გაზარდა
Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დეპოზიტების მოკლე ადებში ამოღებამ საქართველოს ეკონომიკას შეიძლება პრობლემები შეუქმნას, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის... 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T18:42+0400
2023-06-01T18:42+0400
2023-06-12T14:14+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271829980_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_8385d637d1eeb1958ed8f71403c85b87.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის დეპოზიტების პროცენტი უცხოურ ვალუტაში, რომლის მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეუძლებელი იქნება, გაზარდოს 80%–მდე 2023 წლის 1 სექტემბრიდან, ნათქვამია რეგულატორის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რუსულ–უკრაინული კრიზისის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის რეზიდენტების დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკებს ქმნის და ნეგატიურად აისახება ლიკვიდობის მდგომარეობაზე. რეგულატორი აღნიშნავს, რომ არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული.როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ რუსეთიდან შემოსული დეპოზიტები კონცენტრირებულია და ისინი შეიძლება მოკლე ვადებში ამოიღონ.„მოკლე ვადაში, რაზეცვსაუბრობთ, შესაძლოაეს იყოსერთი წელიან ორიწელი. თუეს თანხებიჩაანაცვლებს გრძელვადიანნასესხებ სახსრებს, ან გრძელვადიანსესხებში წავა, იმ შემთხვევაშითუ მოხდებაამ თანხებისგადინება, ესსაქართველოს ეკონომიკასშეუქმნის პრობლემებს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ბანკები ისედაც ითვალისწინებენ ამ რისკებს და მათ თავად აქვთ შექმნილი ლიკვიდობის ბუფერები, ხოლო რეგულატორი ახალი გადაწყვეტილებით ამას ფორმალობას შესძენს.საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები აპრილში შემცირდა>>მედიაპლატფორმა BMG–ს მონაცემებით, 2023 წლის აპრილში უცხოური კომპანიები და ფიზიკური პირები საქართველოს ბანკებში ინახავენ 7,6 მილიარდი ლარისოდენობის დეპოზიტებს. აქედან 6,5 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებია, დანარჩენი კომპანიებს ეკუთვნით.2023 წლის აპრილის მდგომარეობით, ფიზიკური პირების დეპოზიტები ქართულ ბანკებში 6,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 2,4 მლრდ ლარი რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის.ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი თანხა (2,4 მლნ ლარი) განთავსებულია რუსეთის მოპქალაქეების მიერ. 2022 წელს მათი დეპოზიტები 1,9 მლრდ ლარით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271829980_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_168cee29ad36dc98499597d3e8cff116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების ლიკვიდობა 80%–მდე გაზარდა
18:42 01.06.2023 (განახლებულია: 14:14 12.06.2023) რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დეპოზიტების მოკლე ადებში ამოღებამ საქართველოს ეკონომიკას შეიძლება პრობლემები შეუქმნას, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის დეპოზიტების პროცენტი უცხოურ ვალუტაში, რომლის მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეუძლებელი იქნება, გაზარდოს 80%–მდე 2023 წლის 1 სექტემბრიდან, ნათქვამია რეგულატორის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რუსულ–უკრაინული კრიზისის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის რეზიდენტების დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკებს ქმნის და ნეგატიურად აისახება ლიკვიდობის მდგომარეობაზე. რეგულატორი აღნიშნავს, რომ არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული.
„ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას, შესაძლოა, დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში 1 სექტემბრიდან შევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ რუსეთიდან შემოსული დეპოზიტები კონცენტრირებულია და ისინი შეიძლება მოკლე ვადებში ამოიღონ.
„მოკლე ვადაში, რაზეცვსაუბრობთ, შესაძლოაეს იყოსერთი წელიან ორიწელი. თუეს თანხებიჩაანაცვლებს გრძელვადიანნასესხებ სახსრებს, ან გრძელვადიანსესხებში წავა, იმ შემთხვევაშითუ მოხდებაამ თანხებისგადინება, ესსაქართველოს ეკონომიკასშეუქმნის პრობლემებს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ბანკები ისედაც ითვალისწინებენ ამ რისკებს და მათ თავად აქვთ შექმნილი ლიკვიდობის ბუფერები, ხოლო რეგულატორი ახალი გადაწყვეტილებით ამას ფორმალობას შესძენს.
მედიაპლატფორმა BMG–ს მონაცემებით, 2023 წლის აპრილში უცხოური კომპანიები და ფიზიკური პირები საქართველოს ბანკებში ინახავენ 7,6 მილიარდი ლარისოდენობის დეპოზიტებს. აქედან 6,5 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებია, დანარჩენი კომპანიებს ეკუთვნით.
2023 წლის აპრილის მდგომარეობით, ფიზიკური პირების დეპოზიტები ქართულ ბანკებში 6,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 2,4 მლრდ ლარი რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის.
ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი თანხა (2,4 მლნ ლარი) განთავსებულია რუსეთის მოპქალაქეების მიერ. 2022 წელს მათი დეპოზიტები 1,9 მლრდ ლარით გაიზარდა.