https://sputnik-georgia.com/20230527/saqartvelos-sabanko-seqtoris-aqtivebi-aprilsi-semcirda-278060642.html
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები აპრილში შემცირდა
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები აპრილში შემცირდა
Sputnik საქართველო
აპრილის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T11:20+0400
2023-05-27T11:20+0400
2023-05-27T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278133561_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1cbe529d8ef4b75476bbe80f368cf7ad.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1,1 მლრდ ლარით, ანუ 1,66%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.2023 წლის აპრილის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 66,2 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,2 მლრდ ლარი შეადგინა.საქართველოში აპრილის ბოლოსთვის მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით, 43,09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242,96 მლნ ლარით, ანუ 0,56%-ით ნაკლებია აპრილის დასაწყისის მაჩვენებელზე.ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 367,11 მლნ ლარით, ანუ 2,18%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა 610,07 მლნ ლარით, ანუ 2,31%-ით.საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაითვალეს: რა შეიცვალა >>ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 48,69% შეადგინა, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით მეტია 1 აპრილის მაჩვენებელზე.აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,57% შეადგინა, მათ შორის 11,41% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,08% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.კრედიტების მოცულობა შემცირდასაქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 100,18 მლნ ლარით, ანუ 0,22%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 44,77 მლრდ ლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 139,19 მლნ ლარით, ანუ 1,12%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 239,38 მლნ ლარით, ანუ 1,2%-ით.ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის >>2023 წლის აპრილის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,35 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,42%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,06 მლრდ ლარი, რაც 3,15%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.2023 წლის აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,29%-ით, ანუ 70,99 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 24,15 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,89% შეადგინა, რაც 0,44 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 აპრილის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278133561_16:0:1723:1280_1920x0_80_0_0_a49db1213e383827ca47f7dc6afc4803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები აპრილში შემცირდა
აპრილის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1,1 მლრდ ლარით, ანუ 1,66%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2023 წლის აპრილის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 66,2 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,2 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში აპრილის ბოლოსთვის მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით, 43,09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242,96 მლნ ლარით, ანუ 0,56%-ით ნაკლებია აპრილის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 367,11 მლნ ლარით, ანუ 2,18%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა 610,07 მლნ ლარით, ანუ 2,31%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 48,69% შეადგინა, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით მეტია 1 აპრილის მაჩვენებელზე.
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,57% შეადგინა, მათ შორის 11,41% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,08% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
კრედიტების მოცულობა შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 100,18 მლნ ლარით, ანუ 0,22%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 44,77 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 139,19 მლნ ლარით, ანუ 1,12%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 239,38 მლნ ლარით, ანუ 1,2%-ით.
2023 წლის აპრილის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,35 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,42%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,06 მლრდ ლარი, რაც 3,15%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
2023 წლის აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,29%-ით, ანუ 70,99 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 24,15 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,89% შეადგინა, რაც 0,44 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 აპრილის მაჩვენებელზე.