https://sputnik-georgia.com/20230512/erovnuli-bankis-saertashoriso-rezervebi-rekordebs-xsnis-277597608.html
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის
Sputnik საქართველო
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა. 12.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-12T09:49+0400
2023-05-12T09:49+0400
2023-05-12T19:25+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769306_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_3d2c008b9762d398b96c7a637c14c5d5.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 30 აპრილისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5.133,4 დოლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.აპრილში რეზერვები 129,6 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 213,9 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წლის 31 მარტისთვის მიაღწია და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,2 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 467,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 4,2 მლნ დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769306_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_af2a7acb83307a5ff20d7534a7e4f269.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის
09:49 12.05.2023 (განახლებულია: 19:25 12.05.2023) 2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 30 აპრილისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5.133,4 დოლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
აპრილში რეზერვები 129,6 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 213,9 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.
მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წლის 31 მარტისთვის მიაღწია და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,2 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 467,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 4,2 მლნ დოლარს შეადგენს.