როდიდან დაიწყება პირდაპირი რეისები სოჭიდან თბილისში

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშისოჭი
სოჭი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
Red Wings–ის ივნისის შუა რიცხვებიდან სოჭი–თბილისისა და მოსკოვი–ქუთაისის მარშრუტებს შეასრულებს.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას სოჭი–თბილისის მიმართულებით 15 ივნისს დაიწყებს, განუცხადეს Sputnik–საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში.
რუსეთმა მაისის შუა რიცხვებში გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways–ის თვითმფრინავი გაფრინდა.
Red Wings–ის თვითმფრინავები სოჭი–თბილისი–სოჭის მარშრუტით კვირაში ორჯერ იფრენს. სოჭიდან Red Wings–ის თვითმფრინავი გამოფრინდება 23:00 საათზე ორშაბათობით და 13:30 საათზე – ხუთშაბათობით. თბილისის აეროპორტიდან გაფრენის დროა სამშაბათს 02:50 საათზე და ხუთშაბათს – 16:35 საათზე.
Red Wings–ის თვითმფრინავები მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვისმარშრუტით 2023 წლის16 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე კვირაში სამჯერ იფრენს: ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით.
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
როდის დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვიდან ქუთაისში
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან 2022 წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.
ყველა ახალი ამბავი
0