https://sputnik-georgia.com/20230601/rodis-daiwyeba-pirdapiri-aviamimosvla-moskovi-qutaisi-278202894.html
როდის დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვიდან ქუთაისში
როდის დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვიდან ქუთაისში
Sputnik საქართველო
ავირეისები მარშრუტით მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვი ოქტომბრის ბოლომდე კვირაში სამჯერ შესრულდება. 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T18:21+0400
2023-06-01T18:21+0400
2023-06-01T18:21+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_2da7b9dd3c129390774278e93a15dacc.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings–ი პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას მოსკოვი–ქუთაისის მიმართულებით 16 ივნისს დაიწყებს. ინფორმაცია მოსკოვის აეროპორტი „დომოდედოვოს“ ონლაინ–ტაბლოზე გამოჩნდა.რუსეთმა მაისის შუა რიცხვებში გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways–ის თვითმფრინავი გაფრინდა.Red Wings–ის თვითმფრინავები მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვის მარშრუტით 2023 წლის 25 ოქტომბრამდე კვირაში სამჯერ იფრენს: ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით. მოსკოვიდან თვითმფრინავი 18:50 საათზე გამოფრინდება.გარდა ამისა, Red Wings–მა სოჭი–თბილისი–სოჭის მარშრუტზე ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო.საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან 2022 წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_50:0:2781:2048_1920x0_80_0_0_312d4b36c401c58e29a4b2021e41fbbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები
როდის დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვიდან ქუთაისში
ავირეისები მარშრუტით მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვი ოქტომბრის ბოლომდე კვირაში სამჯერ შესრულდება.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings–ი პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას მოსკოვი–ქუთაისის მიმართულებით 16 ივნისს დაიწყებს. ინფორმაცია მოსკოვის აეროპორტი „დომოდედოვოს“ ონლაინ–ტაბლოზე გამოჩნდა.
რუსეთმა მაისის შუა რიცხვებში გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways–ის თვითმფრინავი გაფრინდა.
Red Wings–ის თვითმფრინავები მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვის მარშრუტით 2023 წლის 25 ოქტომბრამდე კვირაში სამჯერ იფრენს: ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით. მოსკოვიდან თვითმფრინავი 18:50 საათზე გამოფრინდება.
ქუთაისიდან მოსკოვში Red Wings–ის თვითმფრინავები 17 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით იფრენს სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით. ქუთაისიდან ფრენა შესრულდება 01:00 საათზე. გადამზიდი „დომოდედოვოდან“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს შეასრულებს Superjet 100–ის სამგზავრო თვითმფრინავით. გზას 3 სთ და 10 წუთი დასჭირდება. გარდა ამისა, Red Wings–მა სოჭი–თბილისი–სოჭის მარშრუტზე ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო.
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან 2022 წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.