https://sputnik-georgia.com/20230601/premieri-evrokavsiris-kandidatis-statusze-yvelasgan-mivire-mxardaweris-sityvieri-dapireba-278210495.html
პრემიერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: ყველასგან მივიღე მხარდაჭერის სიტყვიერი დაპირება
პრემიერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: ყველასგან მივიღე მხარდაჭერის სიტყვიერი დაპირება
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლარიზაციის დონეს საზოგადოებაში, მიაჩნია პრემიერს 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T22:25+0400
2023-06-01T22:25+0400
2023-06-01T22:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_80:151:1024:682_1920x0_80_0_0_08ee9afb94274d6d0499ea5bdb144ea5.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველომ უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი უნდა დაუჭიროს ერთხმად ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლარიზაციის დონეს საზოგადოებაში.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.დარჩიაშვილი: ევროკავშირში მათგან შემხვედრი ნაბიჯების საჭიროებას უნდა ხედავდნენ >>„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველომ 12-დან ცხრა რეკომენდაცია უკვე შეასრულა. ამასთან, ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი კვლავ საზოგადოების პოლარიზაციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_228:124:973:682_1920x0_80_0_0_18bb35617f97e82506d1e222efa4a05f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პრემიერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: ყველასგან მივიღე მხარდაჭერის სიტყვიერი დაპირება
22:25 01.06.2023 (განახლებულია: 22:26 01.06.2023) საქართველოს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლარიზაციის დონეს საზოგადოებაში, მიაჩნია პრემიერს
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველომ უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი უნდა დაუჭიროს ერთხმად ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
„მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან სიტყვიერი დაპირება მივიღე, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა ჩვენი საკითხის განხილვა იქნება. ისინი აღიარებენ იმ პროგრეს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლარიზაციის დონეს საზოგადოებაში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველომ 12-დან ცხრა რეკომენდაცია უკვე შეასრულა. ამასთან, ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი კვლავ საზოგადოების პოლარიზაციაა.