დარჩიაშვილი: ევროკავშირში მათგან შემხვედრი ნაბიჯების საჭიროებას უნდა ხედავდნენ

ილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო და ამას საქართველოს ბევრი პარტნიორი ეთანხმება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ევროკავშირში საქართველოს პარტნიორებმა უნდა დაინახონ მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების აუცილებლობა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
„საქართველო ერთი მხრივ გამოწვევების ფონზე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა ხედავდნენ საჭიროებას მათგან შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგების პროცესი სასიცოცხლოდ აუცილებელია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებებზე, ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნებაზე მომავალში და ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ზურაბიშვილი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ევროპის ნაწილად აღიარებაა >>
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო და ამას საქართველოს ბევრი პარტნიორი ეთანხმება.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველომ 12-დან ცხრა რეკომენდაცია უკვე შეასრულა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0