https://sputnik-georgia.com/20230531/--------278185457.html
ზურაბიშვილი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ევროპის ნაწილად აღიარებაა
ზურაბიშვილი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ევროპის ნაწილად აღიარებაა
Sputnik საქართველო
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ევროპული იდენტობისთვის ჩვენი დაუღალავი შრომის აღიარებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 31.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-31T23:30+0400
2023-05-31T23:30+0400
2023-06-01T01:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ევროპარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_0:0:3172:1785_1920x0_80_0_0_f5b398eb15c0114b071ec3c3867aad42.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველომ ისტორიულად დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, და ამ სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულება მის ევროპულ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.კანდიდატის სტატუსი ნიშნავს აღიარებას, აღიარებას ჩვენი დაუღალავი ბრძოლისა ევროპული იდენტობისთვის, აღნიშნა პრეზიდენტმა.ამასთან პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა სტატუსის მისაღებად, მათ შორის რეფორმების თვალსაზრისით.„12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომლის დაკარგვას ქართველი ხალხი არ გვაპატიებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.გარდა ამისა, პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში პოლარიზაციის საკითხზე, რომლის აღმოფხვრა ევროკომისიის პირველ რეკომენდაციას წარმოადგენს.„პოლარიზაცია ემსახურება მხოლოდ ერთს – ჩვენს მტერს და ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ ამას წინ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულ ღირებულებებს ირჩევს.„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_b47eb16005142bf50acccdac2b7aa9f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ევროპის ნაწილად აღიარებაა
23:30 31.05.2023 (განახლებულია: 01:11 01.06.2023) კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ევროპული იდენტობისთვის ჩვენი დაუღალავი შრომის აღიარებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველომ ისტორიულად დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, და ამ სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულება მის ევროპულ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„რასაც ითხოვთ ჩვენგან, არის ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა. თქვენი რეკომენდაცია გახლავთ, რომ საქართველომ მოსპოს ტოტალიტარული წარსულის ნარჩენები და შეუერთდეს და დაუკავშირდეს თავის ევროპულ ფესვებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს აღიარებას, აღიარებას ჩვენი დაუღალავი ბრძოლისა ევროპული იდენტობისთვის, აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა სტატუსის მისაღებად, მათ შორის რეფორმების თვალსაზრისით.
„12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომლის დაკარგვას ქართველი ხალხი არ გვაპატიებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში პოლარიზაციის საკითხზე, რომლის აღმოფხვრა ევროკომისიის პირველ რეკომენდაციას წარმოადგენს.
„პოლარიზაცია ემსახურება მხოლოდ ერთს – ჩვენს მტერს და ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ ამას წინ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულ ღირებულებებს ირჩევს.
„გამოკითხვებმა ევროპული ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენეს და სამართლიანია ვთქვათ, რომ ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროპული ენთუზიაზმის ასეთი დონის შეშურდებოდა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.