რიაბკოვმა BRICS-ის სამიტთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ცნობები იმის შესახებ, რომ BRICS-ის სამიტი შესაძლოა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩინეთში გადაიტანონ, ცრუა და ყურადღების მიქცეა არ ღირს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.
„ვფიქრობ, ეს შემოგდებული თემების კატეგორიიდანაა. სამხრეთ აფრიკელ და ჩინელ კოლეგებთან კონტაქტებიდან გამომდინარე, არ მაქვს საფუძველი, რომ ეს საკითხი როგორმე გავააქტიურო. ეს არ არის ის სიუჟეტი, რომელსაც ჩვენ აქ განვიხილავთ", — განუცხადა ჟურნალისტებს კეიპტაუნში მყოფმა რიაბკოვმა.
მისი თქმით, BRICS სამიტი აგვისტოში გაიმართება იოჰანესბურგში, როგორც ეს მანამდე იყო შეთანხმებული.
რიაბკოვის აზრით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, სავარაუდოდ, „ბრიქსის“ ფორმატში ნორმალური მუშაობის გართულებასა და „რაღაც ცრუ დღის წესრიგის თავსმომხვევას“ ემსახურებოდა.
მანამდე დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები მოუწოდებენ პრეზიდენტს, გადაიტანოს BRICS-ის მომავალი სამიტი ჩინეთში, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) ორდერთან დაკავშირებული დილემა, რომელიც ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0