https://sputnik-georgia.com/20230601/------278184878.html
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტში გაეცნენ
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტში გაეცნენ
Sputnik საქართველო
საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T10:44+0400
2023-06-01T10:44+0400
2023-06-01T10:44+0400
საქართველო
გერმანია
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1f/278158047_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_f5fa46f60f214eae04729b7b0516daac.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ფრანკფურტში გამართული საერთაშორისო გამოფენის სტუმრები და დამთვალიერებლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა IMEX Frankfurt 2023-ში მიიღო მონაწილეობა.IMEX Frankfurt 2023-ს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად ბიუროს წევრი 10 კომპანია დაესწრო, მათ შორის იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისაქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პოტენციური პარტნიორებისთვის პრეზენტაციები მოაწყო. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით შეხვედრები გაიმართა 42 საერთაშორისო კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან. გამოფენის ფარგლებში უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გაცნობა და ქართული ღვინის დაგემოვნება შეძლეს. საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი. აღნიშნული კონცეფცია მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას. კერძოდ:
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1f/278158047_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4b6c6a01401a2a6fd684ca8402bdf2ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ახალი ამბები
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტში გაეცნენ
საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ფრანკფურტში გამართული საერთაშორისო გამოფენის სტუმრები და დამთვალიერებლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა IMEX Frankfurt 2023-ში მიიღო მონაწილეობა.
IMEX Frankfurt 2023-ს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად ბიუროს წევრი 10 კომპანია დაესწრო, მათ შორის იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პოტენციური პარტნიორებისთვის პრეზენტაციები მოაწყო. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით შეხვედრები გაიმართა 42 საერთაშორისო კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან.
გამოფენის ფარგლებში უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გაცნობა და ქართული ღვინის დაგემოვნება შეძლეს.
საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი. აღნიშნული კონცეფცია მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას. კერძოდ:
meetings – კორპორატიული შეხვედრები, პრეზენტაციები, მოლაპარაკებები;
incentives – წამახალისებელი ან სამოტივაციო ტურები და პროგრამები, პერსონალის გადამზადება, კორპორატიული ღონისძიებები;
conferences – კონფერენციები, კონგრესები, ყრილობები, ფორუმები, სემინარები;
exhibitions – გამოფენები, საიმიჯო ღონისძიებები, ფესტივალები, საქველმოქმედო კონცერტები.