თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© courtesy of JSC Telasiმაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), იოსელიანის, სიმონ ჩიქოვანის, კოსტავას, სულხან ნასიძის, ახალშენის, ჭიათურის, გურამ ბზვანელის, გერმანის, თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის და ლევან ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, V მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანეს, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ავჭალა-2 დასახლების, ხიზაბავრის, ვეკუას, ღამბაშიძის, ხერხეულიძის, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) და ზურაბ ჩაჩუას ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0