კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირების შემთხვევები ცხრა თვეში

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 19 მაისამდე პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების 50,8 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია დეპუტატის კითხვის პასუხად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევის გამოვლენის მომენტიდან მიმდინარე წლის 19 მაისამდე პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების 1,8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებამ 17,1 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
კოვიდპანდემია დასრულდა, ვირუსი არ გამქრალა - რა იქნება მომავალში?>>>
მსოფლიოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 15 იანვარს დაფიქსირდა. ჯანმომ COVID-19 პანდემიად 2020 წლის მარტში გამოაცხადა. სამ წელიწადში ორგანიზაციამ დააფიქსირა კორონავირუსისგან გამოწვეული ლეტალობის 7 მლნ შემთხვევა, თუმცა სიკვდილიანობის რეალური რიცხვი შეიძლება 20 მილიონს აღწევდეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0