https://sputnik-georgia.com/20230531/----278157796.html
საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება
საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება
პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა. 31.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-31T12:15+0400
2023-05-31T12:15+0400
2023-05-31T15:40+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251881639_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_960aeac3f9623ae1e7003e8aa3614917.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება, საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობასთან იმართება.შენობის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა. აღლუმი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიიღო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იცავენ სახელმწიფო საზღვარს და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ებრძვიან დანაშაულს, უქმნიან საქართველოს უსაფრთხო აწმყოს და მშვიდობიან მომავალს.ძალოვანებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.პოლიციელებს პროფესიული დღე ასევე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების, მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და მისი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი, აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა პოლიციელთა საქმიანობას ფასდაუდებელი უწოდა.პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251881639_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_523fa93e3beeab1043a8df85a25dfaaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება
12:15 31.05.2023 (განახლებულია: 15:40 31.05.2023) პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება, საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობასთან იმართება.
შენობის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა.
აღლუმი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიიღო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
„გილოცავთ ყველას პოლიციელის დღეს. დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისათვის", – განაცხადა გომელაურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იცავენ სახელმწიფო საზღვარს და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ებრძვიან დანაშაულს, უქმნიან საქართველოს უსაფრთხო აწმყოს და მშვიდობიან მომავალს.
ძალოვანებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
პოლიციელებს პროფესიული დღე ასევე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების, მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და მისი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი, აღნიშნა პრემიერმა.
„თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა პოლიციელთა საქმიანობას ფასდაუდებელი უწოდა.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.