რას და როგორ აფინანსებს საბანკო სექტორი?

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
გამოწერა
კომერციულ ბანკებში დაკრედიტების ტემპმა იკლო, შედეგად, საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი შემცირდა... რატომ?
წინამდებარე სტატიაში კომერციული საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელს მიმოვიხილავ... რა მოცულობის სესხია გაცემული და როგორია ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების თანაფარდობა, რა ნიშნულზე არისსაკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი, რომელ სფეროებში შემცირდა ან გაიზარდა დაკრედიტების ტემპი, რამდენ დებიტორს აქვს ვადაგადაცილებული სესხი,რა ღირებულების ქონება დაისაკუთრეს კომერციულმა ბანკებმა მსესხებლების მიერ სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად, ეროვნული ბანკის მონაცემებს მოვიშველიებ...
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 100,18 მილიონი ლარით შემცირდა და მაისის დასაწყისში 44,77 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნულ ვალუტაშიგაცემული სესხების მოცულობა 139,19 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაშიგაცემული სესხების მოცულობა 239,38 მილიონი ლარით შემცირდა.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რა მოხდა ეროვნულ ბანკში?
რატომ? ანალიტიკოსთა შეფასებით, 2021 წლის მარტიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-დან 11%-მდე გაზარდა. რეგულატორმა ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, რამაც ლარში, როგორც უკვე გაცემული კრედიტი, ასევე გასაცემი საკრედიტო რესურსიც გააძვირა. დროის აღნიშნულ პერიოდში მონეტარული პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-შიც გამკაცრდა. რეფინანსირების განაკვეთები რამდენჯერმე გაიზარდა. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკაზე ნეგატიურად აისახა − გაიზარდა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთები... რა თქმა უნდა, საკრედიტო რესურსის გაძვირების შედეგად, სესხებზე მოთხოვნამ იკლო.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიმოხილვას დავუბრუნდეთ. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტაში გაცემული ჰქონდათ 7,35 მილიარდი ლარის, მარტის თვესთან შედარებით 0,42%-ით ნაკლები, უცხოურ ვალუტაში კი 12,06 მილიარდი ლარის, მარტთან შედარებით 1,07%-ით ნაკლები მოცულობის კრედიტი. მიმდინარე წლის მაისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,89% შეადგინა. ეს მაჩვენებელი აპრილში ეფექტური გაცვლითი კურსის გამორიცხვით, 0,09 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
სად გადის შესაძლებლობების ზღვარი, ანუ როდემდე გამყარდება ლარი?
შეიცვალა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაც, რაზეც ყველაზე თვალსაჩინოდ ბიზნესის დაკრედიტების მოცულობა მიანიშნებს. მართალია, კომერციული ბანკების მხრიდან ბიზნესის სექტორისდაკრედიტების ჯამური პორტფელი, თითქმის 20 მილიარდი ლარია, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესის დაკრედიტების ტემპი, საგრძნობლად შემცირდა. ამ მოსაზრებას ეროვნული ბანკის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიბიზნესზე გაცემული სესხების მოცულობის ზრდამ 11,7% შეადგინა, არადა გასული წლის ამავე პერიოდში ბიზნესის დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი 15,5% იყო.
საგულისხმოა, რომ ბიზნესის სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი თითქმის ყველა მიმართულებით შემცირებულია. ვინაიდან აპრილის თვის საბოლოო, დაზუსტებული სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, გამოთქმული მოსაზრების დასტურად მარტის მაჩვენებლებსმოვიყვან. მიმდინარე წლის მარტში სოფლის მეურნეობის დაკრედიტების ზრდის ტემპმა 4,2% შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 29,1% იყო. საანგარიშო პერიოდში მრეწველობის სექტორშისესხის მოცულობის ზრდამ 8,8% შეადგინა, არადა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 14,1% იყო. თუ გასული წლის მარტში ტრანსპორტის სფეროში დაკრედიტებისზრდის ტემპი 12,5% იყო, მიმდინარე წლის ამავე პერიოდში ამ მაჩვენებელმა 6,5% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა წარმატებულად ვითარდება, საანგარიშო პერიოდში 24,3%-დან 17,5%-მდე შემცირდა მშენებლობის დაკრედიტების ტემპიც. ბიზნეს-სესხების მოცულობა ყველაზე მეტად ენერგეტიკის მიმართულებით შემცირდა. თუ გასული წლის მარტში დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი 21,3% იყო, მიმდინარე წლის მარტში 0,6% შეადგინა.
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
რამდენი იყო ინფლაცია აპრილში და რა მანძილია მიზნობრივ ნიშნულამდე?
ერთადერთი სფერო, რომელშიც კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტების ტემპი, მართალია, მცირედით, მაგრამ გაზარდეს, ვაჭრობა და მომსახურეობაა. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებითგაცემული სესხების მოცულობა 12,7%-დან 14,4%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის აპრილში კიკომერციული ბანკების მიერ სავაჭრო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობა თითქმის 583 მილიონი ლარია. მათ შორის, ეროვნულ ვალუტაში კომერციულმა ბანკებმა 341.3 მილიონი ლარი, უცხოურ ვალუტაში კი 240,7 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გასცეს.აღნიშნულ სექტორში საპროცენტო განაკვეთმა ლარში სესხებზე 14,13%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 8,7% შეადგინა.
დროა, იპოთეკურ სესხებსაც დავუთმოთ რამდენიმე სიტყვა. საკმარისია, უბრალოდ გადავხედოთ ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს, დავრწმუნდებით, რომ ამ ტიპის სესხებზე კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის... სტატისტიკას სიზუსტე უყვარს, მაინც, რამდენი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და მართალიც იქნება. დავაკონკრეტებ, − 21,7%. ბევრია ეს თუ ცოტა? პასუხი ამ კითხვაზე ცალკე ანალიტიკური სტატიის თემაა და მკითხველის ყურადღებას ამ საკითხზე ამ ჯერად არ გავამახვილებ... მით უფრო, რომ კიდევ ერთი მონაცემი უნდა გაგაცნოთ. ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იპოთეკურ სესხებში უმოქმედო სესხების წილი 2,7%-ია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მსგავსი მაჩვენებელია. უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების წილი მთლიან სესხებში 6,1%-ია, ხოლო ამ სექტორზე გაცემულ კრედიტებში უმოქმედო სესხების წილი 4,8%-ს შეადგენს. აქვე განვმარტავ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, უმოქმედო სესხის სტატუსს ატარებს კრედიტი თუ ის კომერციული ბანკის მიერ კლასიფიცირებულია როგორც არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
როგორია სამი თვის სტატისტიკა, ანუ ეკონომიკა და ფინანსები ციფრებში
საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს სესხზე ვადაგადაცილება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დებიტორების ეს რაოდენობაკრედიტს ვერ იხდის. „კრედიტინფოს“მიმდინარეწლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღეზე მეტი პერიოდისვადაგადაცილება, 200 ათასზე მეტ მსესხებელს უფიქსირდება, სესხის კონტრაქტების რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს და აპრილის მდგომარეობით 2 მილიონამდე ადამიანს საფინანსო სექტორის ჯამში თითქმის 40 მილიარდამდე ლარი მართებს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83,5% საბანკო სექტორზე მოდის.კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 36მილიარდლარამდე მოცულობის კრედიტი სულ მილიონ ექვსასი ათას მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი კომერციული ბანკის მსესხებლების მხოლოდ 8 პროცენტს უფიქსირდება.
მოგეხსენებათ, საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხშირად სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების დაკარგვა მოჰყვება ხოლმე. ამ კონტექსტში საინტერესოა, როგორია კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულების ცვლილების დინამიკა.
მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, წლიურად კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 19,2 მილიონი ლარით გაიზარდა. ყველაზე მეტი დასაკუთრებული ქონება „თიბისი ბანკს“ აქვს (279,233.318 ლარი), მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ (146,073.970 ლარი), ხოლო მესამე პოზიციაზეა „ბაზის ბანკი“ (23.492,654 ლარი).
დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სიახლეების მიმოხილვით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0