https://sputnik-georgia.com/20230530/otxdriani-samusao-kvira-da-saqartvelo-riskebi-da-sargebeli-278146259.html
ოთხდღიანი სამუშაო კვირა და საქართველო - რისკები და სარგებელი
ოთხდღიანი სამუშაო კვირა და საქართველო - რისკები და სარგებელი
Sputnik საქართველო
სამუშაო კვირის შემცირება დადებითად აისახება თანამშრომლების პროდუქტიულობაზე, მიაჩნია პროფკავშირების თავმჯდომარეს. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T19:11+0400
2023-05-30T19:11+0400
2023-05-30T21:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
პროფკავშირების გაერთიანება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23849/66/238496645_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_bbc4512913585386971d63e63c7af112.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა ისინი მინიმალურია გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საათობრივი ანაზღაურება ფაქტობრივად არ არსებობს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ცალკეულმა კერძო კომპანიამ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას, სხვა საკითხებთან ერთად, თანამშრომლების საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდით ხსნიან.ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების საკითხზე ცალსახა პოზიცია არ აქვთ არც საქართველოს პროფკავშირებს და არც ზოგადად მსოფლიო პროფკავშირებს, ვინაიდან არსებობს მხოლოდ რამდენიმე კვლევა, რომელთაგან ერთი ესპანეთს ეკუთვნის.„ამავდროულად, კვლევებმა აჩვენა, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის პირობებში თანამშრომლების პროდუქტიულობა უფრო მაღალია“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, ესპანეთი, ყაზახეთი, საქართველო – ეს არ არის იმ ქვეყნების სრული სია, რომლებშიც კომპანიები გადადიან მუშაობის ამ რეჟიმზე და აცხადებენ, რომ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა.„თუ ეს ეხება სამუშაო საათების შემცირებას იმავე ხელფასის შენარჩუნებით, ბუნებრივია, პროფკავშირები არ იქნებიან წინააღმდეგი, არამედ მხარს დაუჭერენ სიახლეს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.გარდა ამისა, თუ მომუშავე ადამიანს მეტი დრო ექნება დასვენებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის, მაშინ ეს მისასალმებელია, აღნიშნა საქართველოს პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარემ.საქართველოში სამუშაო კვირის შემცირების ერთადერთი რისკი ხელფასების შემცირება და სოციალური პოლიტიკის გაუარესებაა, აღნიშნა მან.ქართველი დამსაქმებლები იცნობენ დასაქმებულთა შრომის პროდუქტიულობის გაზრდის შესახებ კვლევებს, რის გამოც მსგავს ექსპერიმენტს ატარებენ, განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა.მსოფლიო პრაქტიკამიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა იზრდება ოთხდღიანი სამუშაო კვირისა და სამდღიანი დასვენების პირობებში, ჯერ არ არის იმაზე საუბარი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რაიმე სახის კონვენციაა მოსალოდნელი.„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად იქნება აღიარებული, როგორც რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში. თუმცა ეს კარგი ინიციატივაა, თუ დასაქმებულთა უფლებები არ ირღვევა", – განაცხადა პეტრიაშვილმა.ამასთან, მისი თქმით, ერთი და იგივე მეთოდი არ შეიძლება ყველა ქვეყნისა და ხალხის მიმართ თანაბრად იყოს გამოყენებული. ადამიანური ბუნება განსხვავებულია – ჩრდილოელი ხალხი უფრო შრომისმოყვარეა, სამხრეთელები – ნაკლებად. ამიტომ გერმანელების, ესპანელების და იგივე ქართველების მენტალიტეტი ამ მხრივ განსხვავდება ერთმანეთისგან, აღნიშნა მან.ევროპული პროფკავშირები კვლევებზე დაყრდნობით მოუწოდებენ დამსაქმებლებს, გადავიდნენ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე.მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 61-მა კომპანიამ ამ რეჟიმზე ჯამში დაახლოებით 3000 თანამშრომელი გადაიყვანა. შედეგად – გამოკითხულთა 40%-მა აღნიშნა სტრესის მნიშვნელოვანი შემცირება, 71%-მა – „გადაწვის“ შემცირება, 40%-ზე მეტმა დაადასტურა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ხოლო კიდევ 40%-მა აღნიშნა, რომ უფრო ადვილად იძინებს.ბელგიის, ესპანეთის, ისლანდიისა და ყაზახეთის ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ამ სამუშაო ექსპერიმენტის წარმატებაზე.რაც შეეხება საქართველოს, აქაც, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ამ მიმართულებით ცვლილებებია. მაგალითად, წელიწად-ნახევრის წინ ერთ-ერთმა კერძო კომპანია Tene-მ, რომელიც ყიდის დამტენ მოწყობილობებს, თანამშრომლები ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანა. კომპანიის დამფუძნებლის სანდრო ლილუაშვილის თქმით, ამის შედეგად თანამშრომლების საქმიანობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.შედეგი ძალიან კარგია, თანამშრომლები უფრო მოტივირებული არიან და აქტიურად მუშაობენ, რათა სამუშაო დროულად დაასრულონ და იმავე ხელფასით კიდევ ერთი დასვენების დღე ჰქონდეთ, განაცხადა ლილუაშვილმა BMG-ს ეთერში.ოთხდღიანი სამუშაო კვირა პირველად 1965 წელს შემოიღო ინგლისურმა ფირმა Roundpay Metal Finishers-მა, შემდეგ კი ეს იდეა სხვა კომპანიებმაც გაიზიარეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23849/66/238496645_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_4ccdde539e3e09d46ce44bee3e07efa9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პროფკავშირების გაერთიანება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პროფკავშირების გაერთიანება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ოთხდღიანი სამუშაო კვირა და საქართველო - რისკები და სარგებელი
19:11 30.05.2023 (განახლებულია: 21:54 30.05.2023) სამუშაო კვირის შემცირება დადებითად აისახება თანამშრომლების პროდუქტიულობაზე, მიაჩნია პროფკავშირების თავმჯდომარეს.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოში ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა ისინი მინიმალურია გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საათობრივი ანაზღაურება ფაქტობრივად არ არსებობს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ცალკეულმა კერძო კომპანიამ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას, სხვა საკითხებთან ერთად, თანამშრომლების საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდით ხსნიან.
„საქართველოში საათობრივი ანაზღაურების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ისეთ პროფესიებში, როგორიცაა ექიმები და ექთნები, შესაბამისად, ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებით ნაკლები რისკი გვაქვს, ვიდრე ევროპაში, სადაც საათობრივი ხელფასია“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების საკითხზე ცალსახა პოზიცია არ აქვთ არც საქართველოს პროფკავშირებს და არც ზოგადად მსოფლიო პროფკავშირებს, ვინაიდან არსებობს მხოლოდ რამდენიმე კვლევა, რომელთაგან ერთი ესპანეთს ეკუთვნის.
„ამავდროულად, კვლევებმა აჩვენა, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის პირობებში თანამშრომლების პროდუქტიულობა უფრო მაღალია“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, ესპანეთი, ყაზახეთი, საქართველო – ეს არ არის იმ ქვეყნების სრული სია, რომლებშიც კომპანიები გადადიან მუშაობის ამ რეჟიმზე და აცხადებენ, რომ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა.
„თუ ეს ეხება სამუშაო საათების შემცირებას იმავე ხელფასის შენარჩუნებით, ბუნებრივია, პროფკავშირები არ იქნებიან წინააღმდეგი, არამედ მხარს დაუჭერენ სიახლეს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
გარდა ამისა, თუ მომუშავე ადამიანს მეტი დრო ექნება დასვენებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის, მაშინ ეს მისასალმებელია, აღნიშნა საქართველოს პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარემ.
საქართველოში სამუშაო კვირის შემცირების ერთადერთი რისკი ხელფასების შემცირება და სოციალური პოლიტიკის გაუარესებაა, აღნიშნა მან.
„არ მიკვირს, რომ ზოგიერთმა კერძო კომპანიამ საქართველოშიც დაიწყო ამ პრაქტიკის დანერგვა, რადგან ეს საკითხი მსოფლიოში დიდი ხანია განიხილება“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ქართველი დამსაქმებლები იცნობენ დასაქმებულთა შრომის პროდუქტიულობის გაზრდის შესახებ კვლევებს, რის გამოც მსგავს ექსპერიმენტს ატარებენ, განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა იზრდება ოთხდღიანი სამუშაო კვირისა და სამდღიანი დასვენების პირობებში, ჯერ არ არის იმაზე საუბარი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რაიმე სახის კონვენციაა მოსალოდნელი.
„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად იქნება აღიარებული, როგორც რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში. თუმცა ეს კარგი ინიციატივაა, თუ დასაქმებულთა უფლებები არ ირღვევა", – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ერთი და იგივე მეთოდი არ შეიძლება ყველა ქვეყნისა და ხალხის მიმართ თანაბრად იყოს გამოყენებული. ადამიანური ბუნება განსხვავებულია – ჩრდილოელი ხალხი უფრო შრომისმოყვარეა, სამხრეთელები – ნაკლებად. ამიტომ გერმანელების, ესპანელების და იგივე ქართველების მენტალიტეტი ამ მხრივ განსხვავდება ერთმანეთისგან, აღნიშნა მან.
ევროპული პროფკავშირები კვლევებზე დაყრდნობით მოუწოდებენ დამსაქმებლებს, გადავიდნენ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 61-მა კომპანიამ ამ რეჟიმზე ჯამში დაახლოებით 3000 თანამშრომელი გადაიყვანა. შედეგად – გამოკითხულთა 40%-მა აღნიშნა სტრესის მნიშვნელოვანი შემცირება, 71%-მა – „გადაწვის“ შემცირება, 40%-ზე მეტმა დაადასტურა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ხოლო კიდევ 40%-მა აღნიშნა, რომ უფრო ადვილად იძინებს.
ბელგიის, ესპანეთის, ისლანდიისა და ყაზახეთის ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ამ სამუშაო ექსპერიმენტის წარმატებაზე.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ამ მიმართულებით ცვლილებებია. მაგალითად, წელიწად-ნახევრის წინ ერთ-ერთმა კერძო კომპანია Tene-მ, რომელიც ყიდის დამტენ მოწყობილობებს, თანამშრომლები ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანა. კომპანიის დამფუძნებლის სანდრო ლილუაშვილის თქმით, ამის შედეგად თანამშრომლების საქმიანობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შედეგი ძალიან კარგია, თანამშრომლები უფრო მოტივირებული არიან და აქტიურად მუშაობენ, რათა სამუშაო დროულად დაასრულონ და იმავე ხელფასით კიდევ ერთი დასვენების დღე ჰქონდეთ, განაცხადა ლილუაშვილმა BMG-ს ეთერში.
ოთხდღიანი სამუშაო კვირა პირველად 1965 წელს შემოიღო ინგლისურმა ფირმა Roundpay Metal Finishers-მა, შემდეგ კი ეს იდეა სხვა კომპანიებმაც გაიზიარეს.