https://sputnik-georgia.com/20230530/borelma-zvecansi-momxdari-zaladoba-dagmo-278120819.html
ბორელმა ზვეჩანში მომხდარი შოკისმომგვრელი ძალადობა დაგმო
ბორელმა ზვეჩანში მომხდარი შოკისმომგვრელი ძალადობა დაგმო
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ევროკავშირი გმობს სერბებსა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკებებს სერბეთის ქალაქ ზვეჩანში და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ... 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T09:30+0400
2023-05-30T09:30+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
კოსოვო
პოლიტიკა
კონფლიქტები
ახალი ამბები
ჯოზეფ ბორელი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2936:1652_1920x0_80_0_0_08c35a5decae503c589afc5166a4148c.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ევროკავშირი გმობს სერბებსა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკებებს სერბეთის ქალაქ ზვეჩანში და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.მან მოუწოდა კოსოვოს ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ განმუხტონ დაძაბული ვითარება და პოლიტიკური გადაწყვეტილება დიალოგის გზით მოძებნონ.მანამდე, 29 მაისს ერთი მხრივ კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციასა და ნატოს კონტინგენტ KFOR-ის მებრძოლებსა და მეორე მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი სერბი და KFOR-ის 40-ზე მეტი მებრძოლი დაშავდა. სერბული მხარე მიიჩნევს, რომ KFOR გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად არ მოქმედებდა, რომელიც უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში გასული კვირის ბოლოს დაიძაბა, როდესაც 23 აპრილის კენჭისყრით არჩეულ ქალაქების მერებს თანამდებობები უნდა დაეკავებინათ. კოსოვოს სერბმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და პრიშტინის მიერ დამტკიცებული პოლიტიკოსების დანიშვნა გააპროტესტა ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები შეადგენენ.26 მაისს კოსოვოელმა სერბებმა მერიასთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ლეპოსავიჩის, ზვეჩანისა და ზუბინ-პოტოკის თემებში არეულობები აღკვეთა. სერბეთმა განაცხადა, რომ კოსოვოსთან საზღვარზე თავისი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. რეგიონში გაეროს ეგიდით ასევე მოქმედებენ ნატოს სპეცდანიშნულების რაზმები (KFOR).
ევროკავშირი
კოსოვო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_c74342a4fd53123699c819fb592b1c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , კოსოვო, პოლიტიკა, კონფლიქტები, ახალი ამბები, ჯოზეფ ბორელი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , კოსოვო, პოლიტიკა, კონფლიქტები, ახალი ამბები, ჯოზეფ ბორელი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ევროკავშირი გმობს სერბებსა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკებებს სერბეთის ქალაქ ზვეჩანში და მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს დღევანდელ შოკისმომგვრელ ძალადობას ზვეჩანში. KFOR-ის ჯარისკაცების, მასმედიის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები სრულიად მიუღებელია“, — წერს ბორელი Twitter-ზე.
მან მოუწოდა კოსოვოს ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ განმუხტონ დაძაბული ვითარება და პოლიტიკური გადაწყვეტილება დიალოგის გზით მოძებნონ.
მანამდე, 29 მაისს ერთი მხრივ კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიციასა და ნატოს კონტინგენტ KFOR-ის მებრძოლებსა და მეორე მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი სერბი და KFOR-ის 40-ზე მეტი მებრძოლი დაშავდა. სერბული მხარე მიიჩნევს, რომ KFOR გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად არ მოქმედებდა, რომელიც უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში გასული კვირის ბოლოს დაიძაბა, როდესაც 23 აპრილის კენჭისყრით არჩეულ ქალაქების მერებს თანამდებობები უნდა დაეკავებინათ. კოსოვოს სერბმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და პრიშტინის მიერ დამტკიცებული პოლიტიკოსების დანიშვნა გააპროტესტა ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები შეადგენენ.
26 მაისს კოსოვოელმა სერბებმა მერიასთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ლეპოსავიჩის, ზვეჩანისა და ზუბინ-პოტოკის თემებში არეულობები აღკვეთა. სერბეთმა განაცხადა, რომ კოსოვოსთან საზღვარზე თავისი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. რეგიონში გაეროს ეგიდით ასევე მოქმედებენ ნატოს სპეცდანიშნულების რაზმები (KFOR).