https://sputnik-georgia.com/20230530/---------278126113.html
ხვალ პოლიციის დღეა - თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
ხვალ პოლიციის დღეა - თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
სატრანსპორტო შეზღუდვის გარდა, შეიზღუდება საპოლიციო სერვისების მიღებაც. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T12:42+0400
2023-05-30T12:42+0400
2023-05-30T17:30+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890677_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_4d80c644f1a9ba34536a20cd391944f0.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით კახეთის გზატკეცილზე 31 მაისის 09:00 საათიდან 12:30 საათამდე პერიოდში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება წულუკიძის მოედნიდან ჩამომავალ მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე.ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთს ქუჩის მიმართულებით.ასევე კახეთის გზატკეცილზე ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალი ავტომობილების ნაკადისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა და გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით.გარდა ამისა, 31 მაისს შეიზღუდება საპოლიციო სერვისების მიღებაც.ასევე დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით.პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი.ბოლო წლებში პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890677_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_702d21f035aa786e46935c995d4e0983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ხვალ პოლიციის დღეა - თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
12:42 30.05.2023 (განახლებულია: 17:30 30.05.2023) სატრანსპორტო შეზღუდვის გარდა, შეიზღუდება საპოლიციო სერვისების მიღებაც.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით კახეთის გზატკეცილზე 31 მაისის 09:00 საათიდან 12:30 საათამდე პერიოდში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება წულუკიძის მოედნიდან ჩამომავალ მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე.
ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთს ქუჩის მიმართულებით.
ასევე კახეთის გზატკეცილზე ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.
ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალი ავტომობილების ნაკადისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა და გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით.
გარდა ამისა, 31 მაისს შეიზღუდება საპოლიციო სერვისების მიღებაც.
„მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს-ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი.
ბოლო წლებში პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.