https://sputnik-georgia.com/20230529/saqartvelo-da-turqeti-axlo-megonbrebi-arian-salome-zurabisvilma-erdorans-gamarjveba-miuloca-278112952.html
საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან: ზურაბიშვილმა ერდოღანს გამარჯვება მიულოცა
საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან: ზურაბიშვილმა ერდოღანს გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. საბოლოო შედეგები 1 ივნისს გახდება ცნობილი. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T19:35+0400
2023-05-29T19:35+0400
2023-05-29T22:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
თურქეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275377374_0:93:1600:994_1920x0_80_0_0_70cb4ffb80f4244191ffabb883d48348.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს მეორე ვადით არჩევა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.ბიულეტენების 99,43%-ის დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ერდოღანმა ხმების 52,14% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 47,86%. წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულია რეჯეფ თაიიფ ერდოღანი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივნისისა.მანამდე თურქეთის პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.14 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „სახალხო ალიანსმა“ ხმების 49,3% მიიღო და პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. ოპოზიციურმა „ნაციონალურმა ალიანსმა“ 35% მიიღო. შედეგად, ერდოღანის კოალიციამ 600 სადეპუტატო მანდატიდან 322 ადგილი მიიღო.ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 49,52% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქილიჩდაროღლუმ – 44,88%.საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275377374_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_62033755fe889c9f6fda5507d31bcf12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან: ზურაბიშვილმა ერდოღანს გამარჯვება მიულოცა
19:35 29.05.2023 (განახლებულია: 22:23 29.05.2023) წინასწარი მონაცემებით, ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. საბოლოო შედეგები 1 ივნისს გახდება ცნობილი.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს მეორე ვადით არჩევა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
ბიულეტენების 99,43%-ის დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ერდოღანმა ხმების 52,14% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 47,86%. წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულია რეჯეფ თაიიფ ერდოღანი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივნისისა.
„ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. საქართველო და თურქეთი არიან ახლო მეგობრები, რომლებსაც აკავშირებთ მტკიცე მეგობრობა, რომელიც განაგრძობს განვითარებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაგრძელებლად“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ში.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
14 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „სახალხო ალიანსმა“ ხმების 49,3% მიიღო და პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. ოპოზიციურმა „ნაციონალურმა ალიანსმა“ 35% მიიღო. შედეგად, ერდოღანის კოალიციამ 600 სადეპუტატო მანდატიდან 322 ადგილი მიიღო.
ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 49,52% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქილიჩდაროღლუმ – 44,88%.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.