https://sputnik-georgia.com/20230529/qartuli-ocneba-erdogans-archevnebshi-gamarjvebas-ulocavs-278094268.html
„თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია" - „ქართულმა ოცნებამ“ ერდოღანს გამარჯვება მიულოცა
„თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია" - „ქართულმა ოცნებამ“ ერდოღანს გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რეჯეფ თაიიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას... 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T12:58+0400
2023-05-29T12:58+0400
2023-05-29T17:36+0400
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261516854_0:179:2889:1805_1920x0_80_0_0_f9ebb75572137f588833d8f7d0c0bbe0.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რეჯეფ თაიიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს.ბიულეტენების 99,43%-ის დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ერდოღანმა ხმების 52,14% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 47,86%. წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულია რეჯეფ თაიიფ ერდოღანი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივნისისა.მმართველ პარტიაში სჯერათ, რომ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება.14 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „სახალხო ალიანსმა“ ხმების 49,3% მიიღო და პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. ოპოზიციურმა „ნაციონალურმა ალიანსმა“ 35% მიიღო. შედეგად, ერდოღანის კოალიციამ 600 სადეპუტატო მანდატიდან 322 ადგილი მიიღო.ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 49,52% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქილიჩდაროღლუმ – 44,88%.საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261516854_15:174:2514:2048_1920x0_80_0_0_a6901d34b6d115d3edf92e47b42993b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რეჯეფ თაიიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს.
ბიულეტენების 99,43%-ის დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ერდოღანმა ხმების 52,14% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 47,86%. წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულია რეჯეფ თაიიფ ერდოღანი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივნისისა.
„თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს, თავის მხრივ, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მმართველ პარტიაში სჯერათ, რომ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება.
14 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „სახალხო ალიანსმა“ ხმების 49,3% მიიღო და პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. ოპოზიციურმა „ნაციონალურმა ალიანსმა“ 35% მიიღო. შედეგად, ერდოღანის კოალიციამ 600 სადეპუტატო მანდატიდან 322 ადგილი მიიღო.
ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 49,52% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქილიჩდაროღლუმ – 44,88%.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.