https://sputnik-georgia.com/20230529/axalcixeshi-dasaqmebis-porumi-gaimarteba-278088567.html
ახალციხეში დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება
ახალციხეში დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება
Sputnik საქართველო
საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები თბილისსა და რეგიონებში მუდმივად იმართება. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T10:39+0400
2023-05-29T10:39+0400
2023-05-29T16:03+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22853/33/228533333_0:81:1494:921_1920x0_80_0_0_10cd14dafb7a5406778bfccb403a9f83.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ახალციხეში 30 მაისს დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ როგორც ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს. ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში 13:00 საათზე დაიწყება.ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ელოდება>>>ფორუმის გარდა, სააგენტო 29 მაისს ახალციხეში პირველ სერვის-ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები თბილისსა და რეგიონებში მუდმივად იმართება. აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს კახეთი უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22853/33/228533333_81:0:1414:1000_1920x0_80_0_0_5d41b69f9f86a04bc78c8535382b3d36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ახალციხეში დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება
10:39 29.05.2023 (განახლებულია: 16:03 29.05.2023) საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები თბილისსა და რეგიონებში მუდმივად იმართება.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ახალციხეში 30 მაისს დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ როგორც ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს. ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში 13:00 საათზე დაიწყება.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ფორუმის გარდა, სააგენტო 29 მაისს ახალციხეში პირველ სერვის-ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები თბილისსა და რეგიონებში მუდმივად იმართება. აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს კახეთი უმასპინძლებს.