https://sputnik-georgia.com/20230529/avtomobilebis-importze-shegavatebi-amoqmedda-278088409.html
საქართველოში კლასიკური ავტომობილების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება
საქართველოში კლასიკური ავტომობილების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ასეთი ავტომობილების შემოყვანაზე სპეციალური შეღავათები იმოქმედებს. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T11:42+0400
2023-05-29T11:42+0400
2023-05-29T17:15+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/16/248151692_207:0:2243:1145_1920x0_80_0_0_176c1d92c6cda9507545368b2d744775.jpg.webp
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ავტომობილების კოლექციონერებისთვის შეღავათების შემოღებას ითვალისწინებს, 1 ივნისიდან ამოქმედდება.ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობაში „კლასიკური ავტომობილის" ცნება გაჩნდა.კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება. კლასიკური ავტომობილის მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის საკითხებს მთავრობა განსაზღვრავს.რომელი ავტომობილი ჩაითვლება კლასიკურად საქართველოში - კანონში ცვლილებები შევიდა>>>გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, საქართველოში მსგავსი ავტომობილების შემოყვანაზე იმოქმედებს სპეციალური შეღავათები.კერძოდ, კლასიკური ავტომობილების იმპორტზე გადასახადი იქნება 1,5 ლარი ძრავის კუბურ სანტიმეტრზე 2,4 ლარის ნაცვლად, რაც მოქმედებს ყველა ავტომობილზე, რომლის წლოვანება 14 წელიწადზე მეტია.2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 40-ზე მეტი წლის 33 ავტომობილი შემოიყვანეს, საიდანაც 19 მსუბუქი ავტომობილი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/16/248151692_461:0:1988:1145_1920x0_80_0_0_ed1e404702e39305e74e41f4b40edd0b.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში კლასიკური ავტომობილების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება
11:42 29.05.2023 (განახლებულია: 17:15 29.05.2023) ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ასეთი ავტომობილების შემოყვანაზე სპეციალური შეღავათები იმოქმედებს.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ავტომობილების კოლექციონერებისთვის შეღავათების შემოღებას ითვალისწინებს, 1 ივნისიდან ამოქმედდება.
ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობაში „კლასიკური ავტომობილის" ცნება გაჩნდა.
კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება. კლასიკური ავტომობილის მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის საკითხებს მთავრობა განსაზღვრავს.
გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, საქართველოში მსგავსი ავტომობილების შემოყვანაზე იმოქმედებს სპეციალური შეღავათები.
კერძოდ, კლასიკური ავტომობილების იმპორტზე გადასახადი იქნება 1,5 ლარი ძრავის კუბურ სანტიმეტრზე 2,4 ლარის ნაცვლად, რაც მოქმედებს ყველა ავტომობილზე, რომლის წლოვანება 14 წელიწადზე მეტია.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 40-ზე მეტი წლის 33 ავტომობილი შემოიყვანეს, საიდანაც 19 მსუბუქი ავტომობილი იყო.