https://sputnik-georgia.com/20230517/romeli-avtomobili-caitvleba-klasikurad-saqartvelosi-kanonsi-cvlilebebi-sevida-277781705.html
რომელი ავტომობილი ჩაითვლება კლასიკურად საქართველოში - კანონში ცვლილებები შევიდა
რომელი ავტომობილი ჩაითვლება კლასიკურად საქართველოში - კანონში ცვლილებები შევიდა
Sputnik საქართველო
ავტომობილი უნდა წარმოადგენდეს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T19:45+0400
2023-05-17T19:45+0400
2023-05-17T21:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24672/76/246727643_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_6aad03675b78d687203e67526662627d.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით 72 ხმით მიიღო, ცვლილებები ეხება „კლასიკური ავტომობილის“ ცნებას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.კერძოდ, ის ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად.დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხებიც.კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24672/76/246727643_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_de0a415c0063b7624e67f11947369aca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში
რომელი ავტომობილი ჩაითვლება კლასიკურად საქართველოში - კანონში ცვლილებები შევიდა
19:45 17.05.2023 (განახლებულია: 21:33 17.05.2023) ავტომობილი უნდა წარმოადგენდეს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით 72 ხმით მიიღო, ცვლილებები ეხება „კლასიკური ავტომობილის“ ცნებას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, ის ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად.
დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხებიც.
კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები.