მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Pavel Pednyakov / გადასვლა მედიაბანკშიწინასაარჩევნო ღონისძიებები თურქეთში
წინასაარჩევნო ღონისძიებები თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2023
გამოწერა
ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (18:00 TBS) დაიწყება
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები კვირას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (9:00 TBS) გაიხსნა.
14 მაისის კენჭისყრის პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50%, ხოლო მეორე ტურში გადავიდნენ „რესპუბლიკური ალიანსის“ კანდიდატი და მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი (ხმების 49,52%) და „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი, ყველაზე დიდი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ (44,8%).
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალიანს Ata-დან სინან ოგანმა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 5,17 პროცენტი მოიპოვა, მხარდამჭერებს მეორე ტურში ერდოღანის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
არჩევნები თურქეთში: მეორე ტურში საზღვარგარეთ ხმა რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მისცა >>
ქვეყნის მასშტაბით 191 ათასზე მეტი საარჩევნო ყუთი დამონტაჟდება. ამომრჩეველთა რაოდენობა 60 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
ხმების დათვლა დაიწყება საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (18:00 TBS).
საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემა 24 მაისს დასრულდა. 73 ქვეყანაში სულ 3,5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ყველა ახალი ამბავი
0