https://sputnik-georgia.com/20230526/ucnobi-mamakaci-solcs-miewra-da-caexuta-278039399.html
დაცვამ ვერ ივარგა: უცნობი მამაკაცი შოლცის კორტეჟს შეუერთდა, მერე კი მასთან მიიჭრა და...
დაცვამ ვერ ივარგა: უცნობი მამაკაცი შოლცის კორტეჟს შეუერთდა, მერე კი მასთან მიიჭრა და...
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უცნობი პირი შეუმჩნევლად შეუერთდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ფრანკფურტის აეროპორტისკენ მიმავალ VIP–კორტეჟს, ადგილზე მისული კი... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T15:04+0400
2023-05-26T15:04+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
ოლაფ შოლცი
შემთხვევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694394_0:0:2949:1659_1920x0_80_0_0_8f31c31342262315bfaca8aed576d081.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უცნობი პირი შეუმჩნევლად შეუერთდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ფრანკფურტის აეროპორტისკენ მიმავალ VIP–კორტეჟს, ადგილზე მისული კი ავტომობილიდან გადმოვიდა და მოულოდნელად ჩაეხუტა გერმანიის ლიდერს, იუწყება გამოცემა Bild.გამოცემის ცნობით, შოლცი მაინის ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, 24 მაისის საღამოს ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერთან ერთად პოლიციისა და დაცვის თანხლებით აეროპორტისკენ გაემგზავრა.გზად მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ დასახელდა, თავისი ავტომობილით შეუერთდა სამთავრობო კოლონას და ისე მივიდა აეროპორტამდე, რომ პოლიციას ეს ფაქტი არ შეუმჩნევია.უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ნომერი სათანადო ბაზაში შეტანილი არ იყო, ის მაინც შეუშვეს ფრაპორტის დახურული აეროპორტის ტერიტორიაზე.როგორც ირკვევა, დელეგაციის წევრები მაშინვე ავიდნენ სამთავრობო თვითმფრინავში, შოლცი კი ცოტა ხნით შეყოვნდა, ვინაიდან ტელეფონზე საუბრობდა ავტომობილში.როდესაც კანცლერი ლიმუზინიდან გადმოვიდა და აეროპორტის დაცვასთან მივიდა მადლობის გადასახდელად და მათთან სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად (რასაც ის ხშირად აკეთებს), მოულოდნელად უცნობი მამაკაცი მიეჭრა, ხელი ჩამოართვა და გულში ჩასახუტად მიიზიდა.კანცლერის დაცვამ საფრთხე მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, რაც მამაკაცმა შოლცს ხელი გაუშვა.მცირე დაყოვნების შემდეგ ისინი გაქცეულ მამაკაცს დაედევნენ და დააკავეს. უცნობის თქმით, მას შოლცის კორტეჟი საქორწინო კოლონაში აერია. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა დაკავებული იმ მომენტისთვის, ამაზე ცნობა არ გავრცელებულა.აღინიშნება, რომ კანცლერმა მომხდარზე მშვიდი რეაქცია გამოავლინა და ამას არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არასასურველ შედეგებს მოუტანს სამთავრობო დაცვას. წყარო: Bild
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694394_218:0:2949:2048_1920x0_80_0_0_bc5e3c1b843431c07d7872fe3ac7121b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , ოლაფ შოლცი, შემთხვევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , ოლაფ შოლცი, შემთხვევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უცნობი პირი შეუმჩნევლად შეუერთდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ფრანკფურტის აეროპორტისკენ მიმავალ VIP–კორტეჟს, ადგილზე მისული კი ავტომობილიდან გადმოვიდა და მოულოდნელად ჩაეხუტა გერმანიის ლიდერს, იუწყება გამოცემა Bild.
გამოცემის ცნობით, შოლცი მაინის ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, 24 მაისის საღამოს ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერთან ერთად პოლიციისა და დაცვის თანხლებით აეროპორტისკენ გაემგზავრა.
გზად მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ დასახელდა, თავისი ავტომობილით შეუერთდა სამთავრობო კოლონას და ისე მივიდა აეროპორტამდე, რომ პოლიციას ეს ფაქტი არ შეუმჩნევია.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ნომერი სათანადო ბაზაში შეტანილი არ იყო, ის მაინც შეუშვეს ფრაპორტის დახურული აეროპორტის ტერიტორიაზე.
როგორც ირკვევა, დელეგაციის წევრები მაშინვე ავიდნენ სამთავრობო თვითმფრინავში, შოლცი კი ცოტა ხნით შეყოვნდა, ვინაიდან ტელეფონზე საუბრობდა ავტომობილში.
როდესაც კანცლერი ლიმუზინიდან გადმოვიდა და აეროპორტის დაცვასთან მივიდა მადლობის გადასახდელად და მათთან სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად (რასაც ის ხშირად აკეთებს), მოულოდნელად უცნობი მამაკაცი მიეჭრა, ხელი ჩამოართვა და გულში ჩასახუტად მიიზიდა.
კანცლერის დაცვამ საფრთხე მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, რაც მამაკაცმა შოლცს ხელი გაუშვა.
მცირე დაყოვნების შემდეგ ისინი გაქცეულ მამაკაცს დაედევნენ და დააკავეს. უცნობის თქმით, მას შოლცის კორტეჟი საქორწინო კოლონაში აერია. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა დაკავებული იმ მომენტისთვის, ამაზე ცნობა არ გავრცელებულა.
აღინიშნება, რომ კანცლერმა მომხდარზე მშვიდი რეაქცია გამოავლინა და ამას არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არასასურველ შედეგებს მოუტანს სამთავრობო დაცვას.