https://sputnik-georgia.com/20230526/ivanisvili-credit-suisse-trastisgan-kompensacias-miirebs-278055140.html
ივანიშვილი Credit Suisse-ის ტრასტისგან კომპენსაციას მიიღებს
ივანიშვილი Credit Suisse-ის ტრასტისგან კომპენსაციას მიიღებს
Sputnik საქართველო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სინგაპურის კომპანიამ Credit Suisse Trust Ltd. დაარღვია თავისი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, როდესაც ვერ დაიცვა ტრასტის აქტივები. 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T21:26+0400
2023-05-26T21:26+0400
2023-05-26T22:50+0400
ბიძინა ივანიშვილი
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
შვეიცარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268928781_100:54:1026:575_1920x0_80_0_0_3527585158d0defb32d04d47e5dbbd86.png
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse Group AG ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა.სასამართლომ ივანიშვილის მიერ შვეიცარიული ბანკისგან მიღებული ზარალი 926 მლნ დოლარად შეაფასა. თანხა დამატებით გადაიხედება შემცირებისკენ, „რათა გამოირიცხოს ორმაგი აღდგენა“ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ამავე საქმეზე მოპასუხეს 600 მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, სინგაპურის კომპანიამ Credit Suisse Trust Ltd., ვერ დაიცვა რა ტრასტის აქტივები, დაარღვია თავისი ვალდებულებები მოსარჩელეების წინაშე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ტრასტმა ვერ შეძლო კერძო ბანკირის პატრის ლესკოდრონის შემდგომი ხელმისაწვდომობის აღკვეთა ტრასტის აქტივებზე.ივანიშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიესალმება განაჩენს და ელოდება, რომ ბანკი შეასრულებს მას და ბოლოს და ბოლოს აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე.ვინ დგას Credit Suisse–ის მენეჯმენტის უკან? MKD Law ივანიშვილის შანტაჟის შესახებ>>„მიუხედავად გასულ წელს ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევების აღიარებისა სინგაპურში სასამართლო პროცესზე, Credit Suisse-მა გააგრძელა ჩვენი კლიენტების მცდელობების ჩაგდება, რომ მიეღოთ ზარალის ანაზღაურება დანაშაულისთვის, რომელიც მისმა პერსონალმა ჩაიდინა“, – ციტირებს ივანიშვილის წარმომადგენელს სააგენტო Вloomberg.რა მოხდა წარსულშიროგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო.შვეიცარიის საფინანსო ბაზრის ოპერაციების ზედამხედველობის სამმართველოს (FINMA) ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილის ანგარიშებზე თავდასხმა 2008-2015 წლებში განხორციელდა – მისი ხელმოწერები იყო გაყალბებული, ხორციელდებოდა არაავტორიზებული, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული გადარიცხვები, და აშკარა უკანონო ინვესტიციები.ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს, მაგრამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად დამნაშავეებს პრემიებით და ბონუსებით ახალისებდნენ, აღნიშნეს საადვოკატო კანტორაში.Credit Suisse-ის ტრასტი ივანიშვილის დაუბადებელ შთამომავლებზე ზრუნავს>>შედეგად, თაღლითობაში Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავის არსებითი განხილვის დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268928781_0:0:944:708_1920x0_80_0_0_227fe8a9575179eaef7e01d08f2346d4.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბიძინა ივანიშვილი , ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, შვეიცარია
ბიძინა ივანიშვილი , ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, შვეიცარია
ივანიშვილი Credit Suisse-ის ტრასტისგან კომპენსაციას მიიღებს
21:26 26.05.2023 (განახლებულია: 22:50 26.05.2023) სასამართლოს გადაწყვეტილებით, სინგაპურის კომპანიამ Credit Suisse Trust Ltd. დაარღვია თავისი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, როდესაც ვერ დაიცვა ტრასტის აქტივები.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse Group AG ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა.
სასამართლომ ივანიშვილის მიერ შვეიცარიული ბანკისგან მიღებული ზარალი 926 მლნ დოლარად შეაფასა. თანხა დამატებით გადაიხედება შემცირებისკენ, „რათა გამოირიცხოს ორმაგი აღდგენა“ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ამავე საქმეზე მოპასუხეს 600 მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, სინგაპურის კომპანიამ Credit Suisse Trust Ltd., ვერ დაიცვა რა ტრასტის აქტივები, დაარღვია თავისი ვალდებულებები მოსარჩელეების წინაშე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ტრასტმა ვერ შეძლო კერძო ბანკირის პატრის ლესკოდრონის შემდგომი ხელმისაწვდომობის აღკვეთა ტრასტის აქტივებზე.
ივანიშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიესალმება განაჩენს და ელოდება, რომ ბანკი შეასრულებს მას და ბოლოს და ბოლოს აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე.
„მიუხედავად გასულ წელს ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევების აღიარებისა სინგაპურში სასამართლო პროცესზე, Credit Suisse-მა გააგრძელა ჩვენი კლიენტების მცდელობების ჩაგდება, რომ მიეღოთ ზარალის ანაზღაურება დანაშაულისთვის, რომელიც მისმა პერსონალმა ჩაიდინა“, – ციტირებს ივანიშვილის წარმომადგენელს სააგენტო
Вloomberg.
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო.
შვეიცარიის საფინანსო ბაზრის ოპერაციების ზედამხედველობის სამმართველოს (FINMA) ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილის ანგარიშებზე თავდასხმა 2008-2015 წლებში განხორციელდა – მისი ხელმოწერები იყო გაყალბებული, ხორციელდებოდა არაავტორიზებული, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული გადარიცხვები, და აშკარა უკანონო ინვესტიციები.
ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს, მაგრამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად დამნაშავეებს პრემიებით და ბონუსებით ახალისებდნენ, აღნიშნეს საადვოკატო კანტორაში.
შედეგად, თაღლითობაში Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავის არსებითი განხილვის დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.