https://sputnik-georgia.com/20230526/------278042415.html
პრემიერი: საქართველო ევროპისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება
პრემიერი: საქართველო ევროპისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T17:52+0400
2023-05-26T17:52+0400
2023-05-26T21:03+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274826433_0:199:1600:1100_1920x0_80_0_0_fe8aa351089bdadf62f720963856e98d.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპისგან ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა და მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო.„ეს ყველაფერი სწორედ ბოლო ათ წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია. თუმცა, ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს", – აღნიშნა პრემიერმა. ევროპის მხრიდან საქართველოს დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ქვეყნის შემდგომ წინსვლას.„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
https://sputnik-georgia.com/20230525/----------278018370.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274826433_160:194:1390:1116_1920x0_80_0_0_818f843a30bdbf153d5712929cc20089.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო ევროპისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება
17:52 26.05.2023 (განახლებულია: 21:03 26.05.2023) საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპისგან ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას – საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა და მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო.
„ეს ყველაფერი სწორედ ბოლო ათ წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია. თუმცა, ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს", – აღნიშნა პრემიერმა.
ევროპის მხრიდან საქართველოს დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ქვეყნის შემდგომ წინსვლას.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.