როდის შეასრულებს საქართველო ევროკავშირის ყველა პირობას - კახა კალაძის პასუხი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ყველა პირობა ივნისში შესრულდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.

„ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება... საბოლოო ჯამში ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა საქართველო სტატუსს“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ყველა უნდა ისწაფვოდეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, მაგრამ კონკრეტული პარტიები ყველაფერს აკეთებენ აღნიშნული პროცესის ხელის შესაშლელად.
პაპუაშვილი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების 80% შეასრულა>>>
„ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს... ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დროსაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ როგორმე ხელი შეეშალათ. იგივე ხდება დღესაც", – აღნიშნა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0