https://sputnik-georgia.com/20230523/papuasvili-saqartvelom-kandidatis-statusis-misarebad-pirobebis-80-procenti-seasrula-277949953.html
პაპუაშვილი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების 80% შეასრულა
პაპუაშვილი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების 80% შეასრულა
საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს ელოდება. 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T20:54+0400
2023-05-23T20:54+0400
2023-05-24T15:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_61ca5eac01da119fe233c26f2c12e14f.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების 80% შეასრულა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.კერძოდ, არის დადებითი შეფასებები საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მხრივ, საარჩევნო რეფორმის მხრივ, გენდერულ საკითხთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ საკითხთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და ომბუდსმენთან დაკავშირებით, აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.„რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებას ევროკომისია გააკეთებს. სხვათა შორის, არა არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპოზიცია, მედია ან სხვა, საბოლოო ჯამში, ევროკომისიის შეფასებას ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1045:784_1920x0_80_0_0_60bad589d016b99db14e073bb01accc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების 80% შეასრულა
20:54 23.05.2023 (განახლებულია: 15:10 24.05.2023) საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს ელოდება.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების 80% შეასრულა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციების 80% შესრულებულია და, სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს ასევე ზეპირი კომუნიკაცია როგორც სხვადასხვა დედაქალაქებში პარლამენტში შეხვედრებით კოლეგებთან, ასევე ბრიუსელთან კომუნიკაციით. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ზეპირი კომუნიკაციით ვიცით, რომ არის პოზიტიური შეფასებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
კერძოდ, არის დადებითი შეფასებები საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მხრივ, საარჩევნო რეფორმის მხრივ, გენდერულ საკითხთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ საკითხთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და ომბუდსმენთან დაკავშირებით, აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
„რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებას ევროკომისია გააკეთებს. სხვათა შორის, არა არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპოზიცია, მედია ან სხვა, საბოლოო ჯამში, ევროკომისიის შეფასებას ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.