https://sputnik-georgia.com/20230526/--------278038889.html
თავდაცვის მინისტრი: ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა
თავდაცვის მინისტრი: ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოსახლეობას... 26.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-26T14:47+0400
2023-05-26T14:47+0400
2023-05-26T19:43+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს თავდაცვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1a/278033168_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b8478892482d04949c4bc2cdb978b338.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართა.მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ახალწვეულებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტრადიციულად ფიცს დებენ.თბილისში საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები და სამხედრო მოსამსახურეები.წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“. 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1a/278033168_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_cc6e15b67c3b0e50cb1b52aa79a1e313.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართა.
„ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ყველას, ვისაც საერთო ისტორია გვაერთიანებს და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული მომავალი", – განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ახალწვეულებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტრადიციულად ფიცს დებენ.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებს და ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს. მინდა ასევე მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც ფიცი სწორედ დღეს დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეუერთდნენ. მინდა ქედი მოვიყარო ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე – სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა", – განაცხადა მინისტრმა.
თბილისში საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები და სამხედრო მოსამსახურეები.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.