https://sputnik-georgia.com/20230525/tbilissi-saqartvelo-saudis-arabetis-biznes-forumi-gaimarteba-277998249.html
თბილისში საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
თბილისში საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
Sputnik საქართველო
საუდის არაბეთის მთავრობა შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T09:44+0400
2023-05-25T09:44+0400
2023-05-25T14:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საუდის არაბეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277996917_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_700c4e7880b4d636325258a24da9a56d.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. თბილისში 2023 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, შეთანხმება მიღწეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე საუდის არაბეთის მთავრობის წევრებთან კატარში.ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრისას ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა.ფორუმის ჩატარების შესახებ შეთანხმების გარდა, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.არა მხოლოდ ბიზნეს-კონტაქტები: რას მიაღწია ქართულმა დელეგაციამ კატარში >>საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა.ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საუდის არაბეთთან თანამშრომლობა ინვესტიციების კუთხით, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ.მისი თქმით, იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფების და კომისიების შექმნა, რომლებიც საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირებას მოახდენენ. ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით პროექტები.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277996917_0:0:1435:1076_1920x0_80_0_0_2978f0d4680935f2be269cbfb58c2268.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
თბილისში საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
09:44 25.05.2023 (განახლებულია: 14:44 25.05.2023) საუდის არაბეთის მთავრობა შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. თბილისში 2023 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, შეთანხმება მიღწეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე საუდის არაბეთის მთავრობის წევრებთან კატარში.
ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრისას ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა.
ფორუმის ჩატარების შესახებ შეთანხმების გარდა, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.
საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საუდის არაბეთთან თანამშრომლობა ინვესტიციების კუთხით, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ბოლო პერიოდის პროგრესი არის შთამბეჭდავი საუდის არაბეთის მთავრობისთვის. შესაბამისად, ჩვენ სხვადასხვა დარგობრივი კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფების და კომისიების შექმნა, რომლებიც საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირებას მოახდენენ. ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით პროექტები.