https://sputnik-georgia.com/20230525/subari-saqartvelos-mtavroba-yuradrebit-unda-iyos-278002457.html
სოზარ სუბარი: საქართველოს მთავრობა ყურადღებით უნდა იყოს
სოზარ სუბარი: საქართველოს მთავრობა ყურადღებით უნდა იყოს
დასავლეთი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას ცდილობს, მაგრამ საფრთხე არც ისე ძლიერია, რადგანაც საზოგადოების ინფორმირებულობა შედეგს იძლევა, განაცხადა დეპუტატმა. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T11:52+0400
2023-05-25T11:52+0400
2023-05-25T17:11+0400
პოლიტიკა
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/42/237864253_0:46:2000:1171_1920x0_80_0_0_32d991e26b4557a42291f59f4f6a1671.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში სიფხიზლისკენ მოუწოდა. ბოლო დროს საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორები ნეიტრალური პოზიციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. თავის მხრივ, მთავრობაში განმარტავენ, რომ ხელმძღვანელობენ პრაგმატული პოლიტიკით და სურვილით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აიცილონ თავიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას ცდილობს, მაგრამ საფრთხე ისეთი ძლიერი არაა, რადგან საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება თავის შედეგებს იძლევა. „ასეთ დროს არის საჭირო ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესს ყველაზე მაღლა დააყენებს, ამისი არ შეეშინდება და უხერხულობას არ იგრძნობს – ვაიმე, რას იტყვიან ჩემზე სტრატეგიული თუ ნაკლებად სტრატეგიული პარტნიორებიო. ხელისუფლება ქვეყანას უნდა ემსახუროს", – განაცხადა სუბარმა. პაპუაშვილი: ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, საქართველოს კი მორალური პიედესტალიდან ესაუბრება>>„ხალხის ძალა" ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით. ის შექმნეს დეპუტატებმა, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". თუმცა, პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/42/237864253_497:47:1994:1170_1920x0_80_0_0_aaf1c1f9aa1804ad2c4e220511d52e27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
სოზარ სუბარი: საქართველოს მთავრობა ყურადღებით უნდა იყოს
11:52 25.05.2023 (განახლებულია: 17:11 25.05.2023) დასავლეთი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას ცდილობს, მაგრამ საფრთხე არც ისე ძლიერია, რადგანაც საზოგადოების ინფორმირებულობა შედეგს იძლევა, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში სიფხიზლისკენ მოუწოდა.
ბოლო დროს საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორები ნეიტრალური პოზიციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. თავის მხრივ, მთავრობაში განმარტავენ, რომ ხელმძღვანელობენ პრაგმატული პოლიტიკით და სურვილით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აიცილონ თავიდან.
„ხელისუფლება მოვალეა, რომ მხოლოდ ის ინტერესი გაატაროს, რომელიც ქვეყანას სჭირდება და არავითარ შემთხვევაში – სხვა. ჩვენი პარტნიორები ჩვენგან სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვენ – გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც მათ ინტერესში შედის და რომელიც მხოლოდ რადიკალურად კი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, არამედ ქვეყნის დანგრევისკენ და განადგურებისკენ არის მიმართული", – განაცხადა სუბარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას ცდილობს, მაგრამ საფრთხე ისეთი ძლიერი არაა, რადგან საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება თავის შედეგებს იძლევა.
„ასეთ დროს არის საჭირო ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესს ყველაზე მაღლა დააყენებს, ამისი არ შეეშინდება და უხერხულობას არ იგრძნობს – ვაიმე, რას იტყვიან ჩემზე სტრატეგიული თუ ნაკლებად სტრატეგიული პარტნიორებიო. ხელისუფლება ქვეყანას უნდა ემსახუროს", – განაცხადა სუბარმა.
„ხალხის ძალა" ცნობილია აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკით. ის შექმნეს დეპუტატებმა, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". თუმცა, პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" აქტიურად თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.